"ვითხოვთ ობიექტურად იქნას გამოძიებული საქმე და დაისაჯონ დამნაშვეები"- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი
საზოგადოება - 11:49, 22 Jul, 2017     1543
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ.

”დაზარალებულის და მისი ადვოკატის განცხადებით, იგი თბილისში ქართულენოვანმა პირებმა დააკავეს და აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამასთანავე, მას აღენიშნება მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ევროკავშირი, სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მრავალგზის მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად გამოეძიებინა ჟურნალისტის საქმე გამოძიება ჭიანურდება და დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის ისევ უცნობია. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კი კვლავ პატიმრობაში იმყოფება.

ამასთანავე, ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე მიღებულ სპეციალურ რეზოლუციაშიც ხაზგასმულია, რომ მნიშნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი მოჰფინოს ყველა იმ ეჭვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობას ძალის გამოყენებით ჟურნალისტის გაუჩინარებაში, მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს, მუხთარლის საქართველოში, საკუთარ ოჯახში დაბრუნება.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო საქმის ობიექტური და დეტალური გამოძიებისთვის, თუმცა პროცესიცალსახად ფერხდება, რაც ლახავს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას საქართველოში, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნის კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, დემოკრატიული, ღირსეული განვითარების გზაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს საზოგადოების დეტალური ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ობიექტურად იქნას გამოძიებული აფგან მუხთარლის საქმე და დაისაჯონ დამნაშვეები.ამასთანავე, საქმისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, უზრუნველყოს შესაბამისი უწყებების პირველი პირების დაბარება და მათი მოსმენა კომიტეტზე მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ხოლო საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა დროულად გაეცეს პასუხები აღნიშნული საქმის ირგვლივ არსებულ შეკითხვებს”,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 65 ორგანიზაცია აწერს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42