"მეუფემ ეტყობა, თვალებში დაინახა ამხელა ტრაგედია რომ ელოდა" - ვინ იყო ბიჭი, რომელიც გურიაში ჩაცხრილეს
საზოგადოება - 14:57, 21 Jul, 2017     20837
ვინ იყო დიმა ომოლჩენკო, რომელიც გუშინ, გურიაში, ავტომობილში ჩაცხრილეს.

„ნიუპოსტმა“ ოზურგეთში, შემოქმედის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალის გარკვევა შეძლო.

გაირკვა, რომ დიმა ომოლჩენკო შემთხვევის ადგილზე შემთხვევით მოხდა, რის შემდეგაც სასტიკი მკვლელობის ავტორებმა მთავარი მოწმე მოიშორეს.

„დიმა უწესიერესი ახალგაზრდა იყო. მას ტრაგიკული ცხოვრება აქვს გამოვლილი. 5 წლის იყო, როცა მშობლები დაეღუპა , მიუსაფარი ბავშვი მეუფე იოსებმა სამთავროში შეიფარა და შვილივით გაზარდა. ცოლის მოყვანის შემდეგ, ბიჭს ბინა მეუფემ შეუძინა. პასუხისმგებლობით სავსე ბიჭი იყო, ამიტომ საბერძნეთში წავიდა და ოჯახს მძიმე შრომის შედეგად მიღებული გასამრჯელოთი არჩენდა. რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და გუშინ ჩაცხრილეს, ნატყვიარები მთელ სხეულზე ამჩნევია- განუცხადა „ნიუპოსტს“დიმა ომოლჩენკოს ახლობელმა.

დიაკვანი დავით გოგიტიძე, რომელიც დიმა ომოლჩენკოსთან ერთად ტაძარში მსახურობდა (დიმა ომოლჩენკო - სტიქაროსანი და მეუფეს მძღოლი იყო) აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს კრიმინალთან შემხებლობა არასდროს ჰქონია.

გოგიტიძის თქმით, დიმა ომოლჩენკო მკვლელობამდე ერთი საათით ადრე ნახა.

„ძალიან მშვიდად და წყნარად იყო. ეს შემთხვევითობის მსხვერპლია, დიმა უკონფლიქტო ადამიანი იყო...“- ამბობს დიაკვანი.

შემოქმედის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ხათუნა ცერცვაძე დიმა ომოლენკოს მეგობარია. ის მოკლულის მძიმე წარსულზე და პიროვნულ ღირსებებზე საუბრობს:

„მამა ვასილმა აღმოაჩინა პატარა თეთრი საყვარელი ბიჭი თავისთან ზრდიდა...მერე მეუფემ ნახა და ეტყობა, თვალებში რომ ჩახედა, დაინახა ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა მისი ფრთის ქვეშ ყოფნით დაეფარა....და გაიზარდა შემოქმედის ეპარქიაში ..მეუფის ფრთის ქვეშ ეკლესიის წიაღში...ერთგული და პატიოსანი კაცი დადგა...მშრომელი და სიკეთისმოყვარე...მეუფისგან სითბო სიყვარული და შრომისმოყვარეობა კარგად შეისწავლა და ასე გვინაწილებდა სიყვარულს ყველას ჩვენი გაზაფხულააა....დედობას იღუმენიები და დედები უწევდა. ყველას შვილივით გულში გვყავდა ჩვენი დიმიკოოო... ასე მოვდიოდით ერთად ბევრი წელი...ბედნიერი წუთები და ერთად ყოფნის სიამოვნება გვავსებდა...და ყველა ასე ვერთიანდებოდით მეუფის ირგვლივ. უფრო სწორად, მეუფე გვაერთიანებდა მის ირგვლივ...

დღეს კი ჩემი საწყალი ბიჭი ასე უმოწყალოდ წავიდა ამ ქვეყნიდან დატოვა სიყვარული და პატარა ბიჭი ,ბიჭი რომელიც მამის ასლია. ბიჭი, რომელმაც უმამოდ უნდა გაიზარდოს. მართალია, ემახსოვრება საყვარელი მამიკო, მაგრამ მაინც სხვებისგან მოუწევს გაიგოს როგორი თბილი გული ჰქონდა მის უბედო მამას,როგორი ერთგული იყო,,,როგორი მშრომელი იყო და სულ პატარა ბიჭმა რაც შეეძლო ყველაფერი დაუტოვა მის შვილს. რაც მთავარია, პატიოსანი სული და სახელი დატოვა....მაგრამ, მაინც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა ...ასე დაუშვა უფალმა ეტყობა ღვთის დაკარგვისგან გადაარჩინა...მადლობა უფალს, ეს ალბათ ყველაზე კარგი პერიოდი იყო მისი ამ ქვეყნიდან წასასვლელად .ალბათ ახლა პირნათელი წარდგებოდა ღმერთთან...აბა, ისე უფალი დიმიკოს არ გაწირავდა...“- აღნიშნავს მოკლული ბიჭის მეგობარი.

შეგახსენებთ, გუშინ, კრიმინალური წარსულის მქონე გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი დიმა ომოლჩენკო ავტომობილში ჩაცხრილეს.

როგორც მოკლულთა ოჯახის წევრები, პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ახალგაზრდები შურისძიებას ემსხვერპლნენ. მათი მონაყოლის მიხედვით, ბიჭების ჩაცხრილვა წლების წინ მომხდარი კრიმინალური შემთხვევის გაგრძელებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42