"რეზონანსი": საზამთროში ნიტრატების შემცველობა დასაშვებს 3-ჯერ აღემატება
საზოგადოება - 14:36, 21 Jul, 2017     4087

ქართულ ბაზარზე ნიტრატებით გაჯერებული ხილ-ბოსტნეული იყიდება. მომხმარებელთა უფლებადამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის კვლევით დადასტურდა, რომ პროდუქტში ნიტრატების დონე საშიშ ზღვარზეა. როგორც აღმოჩნდა, ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტების თითქმის ნახევარი ნიტრატების საშიშ რაოდენობას შეიცავს, საზამთრო და ვაშლატამა ქიმიკატებით არის გაჯერებული. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია საზამთრო, რომელშიც ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას სამჯერ აღემატება. დაახლოებით ამდენივეა შხამქიმიკატის რაოდენობა ვაშლატამაში. რაც შეეხება ბოსტნეულს, ამ მხრივ საფრთხე განსაკუთრებით პომიდორს უკავშირდება, ხოლო კარტოფილსა და ხახვში ნიტრატების შემცველობა ნორმის ფარგლებშია.

ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკმა" განახორციელა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, რომ ხილ-ბოსტნეულის ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან გასაძლიერებელია.

"იმპორტული და ადგილობრივი ხილ-ბოსტნეული ნიტრატებით არის გაჯერებული, განსაკუთრებით საზამთრო და ვაშლატამა, რომლებიც მასობრივად სხვადასხვა სახის ნიტრატს საშიში დოზით შეიცავს. როდესაც ჩავატარეთ კვლევა და ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების დონე გავარკვიეთ (დასაშვებზე 3-ჯერ მეტი), სასწრაფოდ მივმართეთ საავადმყოფოებს, რათა გაგვერკვია, არის თუ არა მოწამვლის ფაქტები. სიმართლე გითხრათ, გავოგნდით, როცა შევიტყვეთ, რომ მიმდინარე პერიოდში მსგავსი შემთხვევები ნაკლებადაა. ჩემი აზრით, ადამიანები თვითნებურად მკურნალობენ. სანამ ძალიან ცუდად არ გახდება, ექიმთან არავინ მიდის.

სამომხმარებლო ბაზრებზე რეალობა ძალიან მძიმეა. როგორც წესი, ნიტრატებიანი პროდუქტი ძალიან მალე ლპება და მოვაჭრეებიც ხილის სწრაფად ამოყიდვასა და თავიდან მოშორებას ცდილობენ. თუკი ბუნებრივად პროდუქტის დამწიფებას 1 კვირა სჭირდება, სპეციალური ქიმიკატების საშუალებით 2 დღეში ამწიფებენ. ჩვენ მიერ გამოკვეული ხილ-ბოსტნეულიდან ნიტრატების გადაჭარბებული დოზა აღმოჩნდა საზამთროში, ვაშლატამაში, ატამსა და პომიდორში. ხახვი და კარტოფილი ამ თვალსაზრისით შედარებით უსაფრთხოა. ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტების თითქმის ნახევარი ნიტრატების საშიშ რაოდენობას შეიცავს, საზამთრო და ვაშლატამა ქიმიკატებით არის გაჯერებული. წინა კვირას ქუთაისსა და გარდაბნის რაიონში შევამოწმეთ პროდუქტი. აბსოლუტურად ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა," - აცხადებს შენგელია და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებულ დარღვევებზეც საუბრობს.

სრულად იხილეთ www.resonancedaily.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42