თბილისში რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:56, 21 Jun, 2013     1141

 

კომისიას კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით შპს სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთმა", შპს "არტპალასმა", შპს "რადიო კომერსანტმა", შპს "მედია პაბმა", შპს "რადიო იმედმა", და მოქალაქე ბეგლარ ლოგუამ მიმართა.


აქედან სამი კომპანია, (შპს "რადიო იმედი", შპს "არტპალასი" და მოქალაქე ბეგლარ ლოგუა), კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობისთვის ითხოვდა ლიცენზიას, ოთხი კომპანია კი (შპს სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთი", შპს "არტპალასი", შპს "რადიო კომერსანტი", შპს "მედია პაბი"), კერძო საერთო რადიომაუწყებლობისთვის (საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები). ვინაიდან კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მოთხოვნით უფრო მეტი განაცხადი შემოვიდა კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსი სწორედ, კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადდა.


გამოცხადებული კონკურსის თანახმად, ლიცენზიის სახე იქნება - კერძო მაუწყებლობა, სახეობა - საერთო რადიმაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა კი ქ. თბილისი, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი.


ლიცენზიის მაძიებელის მიმართ წაყენებულია პროგრამირების შემდეგი მინიმალური მოთხოვნები, არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემებით მაუწყებლობა.


კონკურსში მონაწილე იურიდიულმა ან/და ფიზიკურმა პირმა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმეტაცია და სამაუწყებლო ბადე დალუქულ მდგომარეობაში უნდა წარმოადგინონ.


კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება 2013 წლის 22 ივლისის 17:00 საათამდე გაგრძელდება. პირველი მოსამზადებელის სხდომა, სადაც დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2013 წლის 25 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსანტთა პოზიციების ზეპირი მოსმენა 2013 წლის 22 აგვისტოს 13:00 საათზეა ჩანიშნული, ხოლო კონკურსი რადიმაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად 2013 წლის 26 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42