თბილისის საბავშვო ბაღების ექთნებმა ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში გადამზადების კურსი გაიარეს
საზოგადოება - 13:45, 21 Jul, 2017     2041
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებულმა ექთნებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში. სასწავლო კურსი ეხებოდა პირველად ექიმამდელ დახმარებას სხვადასხვა გადაუდებლი მდგომარეობების დროს, როგორიცაა გულის გაჩერება, სასუნტქი გზების დახშობა უცხო სხეულით, გულყრა, ანაფილაქსია,სისხლდენა, დამწვრობა, ტრამვები,კოლაფსი, ტკივილი.

კურსი ეფუძნება ამერიკის გულის ასოციაციის პროტოკოლებს.სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

ტრენინგის მსვლელობისას ექთნები გაეცნენ ბავშვთა ახალი კლინიკის ინფრასტრუქტურას და თანამშრომლებს, მიიღეს ინფორმაცია კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ.

პიონერთა სასახლის სარკეებიან დარბაზში 180 ექთანს სწავლების დამადაასტურებელი სერთიფიკატები ირაკლი ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა გადასცეს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბაღებში დასაქმებული ექთნებს ამ ტიპის სწავლება არ ჩატარებიათ. არსებული კურსი ექტნებს გაუადვილებს მათ შემდგომ საქმიანობას. კადრების კვალიფიკაციის ამაღლება კი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ტრენინგი ჩაატარა ირინა წირქვაძემ, რომელიც კომპანია „ევექსის“ სასწავლო ცენტრის ტრენერია, ამავდროულად ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ხელმძღვანელობს ,იგი ამერიკის გულის ასოციაციის და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის სერთიფიცირებული ტრენერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42