ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება ერთი დღით შეუწყდება
საზოგადოება - 10:40, 21 Jul, 2017     1225

დღეს, 21 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიამ, ჭავჭავაძის გამზირზე, N37-თან წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 80 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა.

სამუშაოების პარალელურად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განახლდება და ევროსტანდარტის შესაბამისი ოთხი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება. შედეგად, ვაკის რაიონში შემდგომი ტექნიკური სამუშაოების დროს წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება.

დღეს 21 ივლისს, ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად ტექნიკური სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება: აუცილებელია ქსელის შესაბამისი მონაკვეთის წყლისგან დაცლა, ძველი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დემონტაჟი, 80 მეტრიანი ახალი მონაკვეთის ქსელთან დაერთება და ახალი ურდულების მონტაჟი. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გასაშვებად მომზადდება, წყლით შეივსება და წყალმომარაგება სრულად აღდგება.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, დღეს, 21 ივლისის, დილის 11:00 საათიდან, ზეგ, 22 ივლისის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

თამარაშვილის, მოსაშვილის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს; ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების ნაწილს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42