თსუ-სა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 14:39, 20 Jul, 2017     1060
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ-სა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი ბევრ საინტერესო პროგრამას გულისხმობს, მათ შორის, თსუ სტუდენტების სტაჟირებას, ტელე-პროდუქციის გავრცელებას და ბევრი სხვა მიმართულებით თანამშრომლობას, რაც ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო. „თსუ-ს აქვს ძალიან კარგი და სერიოზული გეგმები სტუდენტური ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით, ვაპირებთ, რომ პროდუქცია იყოს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი. ამისთვის, გვჭირდება რეგიონალური ასოციაციის დახმარება, რომ მოხდეს პროდუქციის წარდგენა იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომელიც შედის ამ ასოციაციაში. ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობა“,-აღნიშნა გიორგი შარვშიძემ.

„თსუ-სთან ჩვენს ასოციაციას, რომელიც აერთიანებს 21 რეგიონულ ტელევიზიას აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა. ჩვენ აქამდეც გვქონდა ძალიან წარმატებული გამოცდილება სტუდენტთა სტაჟირების და მედიაპროექტების წარმოების, მაგრამ ეს მემორანდუმი ითვალისწინებს ახალ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან დეტალებსაც. ჩვენს ეთერს ვუხსნით ყველაფერ იმას, რაც დამზადდება ტელე-რადიო პროდუქციის სახით თსუ-ში. ჩვენთვის ეს არის ძალიან ღირებული პროდუქტი და ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტი განთავსდება რეგიონული ტელევიზიების ეთერში“,-განაცხადა საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა

მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ კონსულტაცია და დახმარება ასოციაციის უფლებამოსილების ფარგლებში; სტუდენტებს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობისთვის შეექმნებათ საჭირო პირობები; ექნებათ ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტებისა და კონფერენციების გამართვასა და ორგანიზებაში. ამასთან, უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული ტელე-პროდუქცია განთავსდება ასოციაციის წევრ და პარტნიორი ორგანიზაციების ტელეკომპანიებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42