ქალთა სოლიდარობის მარში და #მორეცხემარჯანიშვილისმოედანი - რომელი აქცია ჩატარდება დღეს
საზოგადოება - 17:27, 19 Jul, 2017     1940
დღეს 19 ივლისს ე.წ. ქართველთა მარშის საპასუხოდ აღმაშენებლის გამზირზე 2 აქცია იყო დაგეგმილი, ქალთა სოლიდარობის მარში და აქცია #მოვრეცხოთმარჯანიშვილისმოედანი. როგორც მეორე აქციის ორგანიზატორი დავით აბზიანიძე აცხადებს, იმის გამო რომ აქციების დრო ერთმანეთს ემთხვეოდა, მეორე აქცია გაუქმდა. აბზიანიძე იმ პირებს რომელიც „#მოვრეცხოთმარჯანიშვილისმოედანი“ აქციაზე მისვლას აპირებდა მოუწოდებს ქალთა სოლიდარობის მარშს შეუერთდნენ.

„მეგობრებო,

მარჯანიშვილის მოედნის მორეცხვის ივენთი წავშალე.

მიზეზი არის ის, რომ მორეცხვის პერფორმანსამდე რამდენიმე წუთით ადრე სრულდება ქალთა სოლიდარობის მარში იმავე ტერიტორიაზე. მორეცხვის ივენთი ბევრად ადრე იყო დაანონსებული, მივწერე კიდეც ქალთა მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ამის შესახებ, რომ გუშინ როცა იცოდნენ ამ ამბავზე, არ უნდა დაემთხვიათ.

ხოდა ასეთ თემებზე ჯინზე დადგომა არ მინდა. ნამდვილად არ მსურს მე პირადად იმ იდეის მორეცხვა, რასაც ქალთა სოლიდარობის მარში ატარებს.

მიდით აქციაზე!

ჩაერთეთ ყველა არსებულ პროტესტში, რომელიც კრებსითი კორკოტებისა და სანდრო ბრეგაძეების წინააღმდეგაა. ჩასვრილი ბიძერების თაობამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ მეტნი ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, ამას მორეცხვის პერფორმანსით გავაკეთებთ თუ მსვლელობის.“- წერს დავით აბზიანიძე ფეისბუკზე.

გავრცელებული ინფორმაცია , რომ დავით აბზიანიძეს ექაუნთი გაუტეხეს და მის მიერ შექმნილი ივენთი "#მოვრეცხოთმარჯანიშვილისმოედანი" წაშალეს არ დადასტურდა, როგორც ორგანიზატორის ფეისბუკსტატუსიდან გახდა ცნობილი, მან ივენთი თავად წაშალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42