ინფრასტრუქტურის მინისტრი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საზოგადოება - 14:01, 19 Jul, 2017     1534
ქალაქ ოზურგეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდა. მინისტრი გურიის მხარის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ფოლკლრის ცენტრის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

,,მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქში აღნიშნული ცენტრის სახით, ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. აქვე მინდა ოზურგეთელებს ძალიან კარგი ამბავი ვუთხრა, მალე ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება. ეს საკითხი წლების მანძლზე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა და ახლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. აღნიშნული პროექტების განხორციელება, ჩვენს ქალაქში, მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს და ქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის. პირადად ჩემთვის მინისტრის ეს გადაწყვეტილება ორმაგად სასიხარულოა, რადგან ისტორიული მუზეუმი, ჩვენი წარსულის უმნიშვნელოვანესი საგანძურის მცველია.“ - განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

ფოლკლორის რეგიონულ ცენტრში საქართველოს ფოლკლორის ფონდის საცავი, საკონცერტო დარბაზი, ხმის ჩამწერი სტუდიები და სალოტბარო სკოლა მოეწყობა.

მინისტრმა ასევე ქალაქ ოზურგეთში 23 აპრილს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულა.

ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მთავრობის დადგენილებით 1 700 000 ლარია გამოყოფილი.

სალიკვიდაციო ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42