"უზრდელურად დავწერე, თუმცა ბოდიში მოსახდელი არ მაქვს"- კორკოტას აღიარება
საზოგადოება - 12:14, 19 Jul, 2017     16829
"ქართული მარშის" ორგანიზატორი, გია კორკოტაშვილი, რომელიც თათია დოლიძეს გაუპატიურებით დაემუქრა, აცხადებს, რომ ბოდიშის მოსახდელი არაფერი გაუკეთებია.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში ორი მეგობარი "თუნდაც უზრდელურად" მესამეს განიხილავდა.

„ორ ადამიანს შორის პრივატლაპარაკი მიდიოდა, შეფასება. მე შეიძლება თემაში იქ დავწერე, რომ მოსაკლავია კიდევ კარგი არ დამიწერია, ცოტა უზრდელურად დავწერე ეს, მაგრამ ორ ადამიანს შორის მესამეს განსჯა რომ მიდის, ჩვენ რა სლენგი გვაქვს ერთმანეთში... იქ დამიწერეს, რომ გაუპატიურებით დაემუქრნენ, გაუპატიურებით დამუქრება არის, როცა ადამიანს პირადად დაურეკავ და ეტყვი, რომ მე შენ გიზამ ამას და ამას... მე ორ ადამიანს შორის რა სლენგია უზრდელურიც თუ არის და თუ მე გინებით გამოვხატავ ამას, ვისი რა საქმეა, ერთი გამაგებინეთ?! მაგაზე არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არაფერი. ის სიტყვა, რაც მაქვს ნახმარი, თქვენ მართლა ტვინიდან დაავადებულებო, მართლა იმაში რომ გამიყვანეთ, ეს პედოფილი არისო. მე არსად არაფერი საბოდიშო არ მაქვს, ორ მეგობარს შორის რა ტექსტით იყო მოხსენიებული მესამე ადამიანი“, - განაცხადა კორკოტაშვილმა "ობიექტივის" ეთერში.

ცნობისთვის, ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო 4 დღის წინ დაემუქრნენ. საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ, Facebook პოსტი წაშლილია. თუმცა მედიამ ე.წ. სქრინების შენახვა შეძლო, სადაც ნათლად ჩანს, რომ მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან.

აღსანიშნავია, რომ სკანდალის შემდეგ, აღნიშნული პირები აცხადებდნენ, რომ მათ სოციალური ქსელი გაუტეხეს და კომენტარები მათ არ დაუწერიათ.

დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო რაც მუქარას გულისხმობს.

ახალგაზრდამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. უცნობია დაიკითხნენ თუ არა "ქართული მარშის" წევრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42