სექსუალური ძალადობა თუ ვიდეოთამაში? - 19 წლის ანა ხელაძის შემზარავი მკვლელობის დეტალები
კრიმინალი - 18:24, 18 Jul, 2017     93266
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ საზოგადოება და 19 წლის ანა ხელაძის ახლობლები შეძრა. სასტიკად მოკლული გოგონას მეგობრებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ 22 წლის რობერტ ახალაიამ საკუთარ მამიდაშვილს ყელი გამოჭრა.

შს სამინისტროში "ნიუპოსტს" გუშინვე განუცხადეს, რომ 19 წლის გოგოს მკვლელობის საქმე გახსნილია. ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული პირი, მოკლულის ბიძაშვილი, სამართალდამცავებმა ფოთში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა და სამართალდამცავებს მოუყვა, რომ სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ნიუპოსტი“ შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა. მეზობლები ბრალდებულს ჩაკეტილ ადამიანად ახასიათებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ რობერტ ახალაიას ახლო ნათესავთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

უზნაძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებემნ, რომ ახალგაზრდებს შორის რაიმე უთანხმოების შესახებ არ გაუგიათ.

როგორც ირკვევა მკვლელობის დღეს, 22 წლის ბრალდებულს, რომელმაც პროფესიით იურისტია, გამოცდა ჰქონდა. ბიძაშვილ-მამიდაშვილს ლექტორებიც დადებითად ახასიათებენ.

ორივე მათგანი ფოთიდან თბილისში სწორედ უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოვიდა.

ახალგაზრდები ნათესავთან - აზა ახალაიასთან ცხოვრობდნენ, რომელიც მეზობლების თქმით, 4 დღის წინ ფოთში დასასვენებლად წავიდა.

შემზარავი დანაშაულის მოტივის შესახებ შს სამინისტრო ამ დრომდე არ საუბრობს. უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, პასუხები კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„ნიუპოსტის“ კი რობერტ ახალაიას ახლობლები კიდევ უფრო შემზარავ ვერსიას უყვებიან. მათი ინფორმაციით, თავიდან ახალაიამ სამართალდამცავებს უთხრა, რომ მკვლელობა მას შემდეგ ჩაიდინა, რაც ვიდეო თამაშის შედეგად „აღიგზნო“. მეორე ვერსიით, მკვლელობამდე ახალაიამ საკუთარ ნათესავზე სექსუალურად იძალადა.

დაკავებულის ახლობელი ირწმუყნება, რომ ახალგაზრდამ მსხვერპლის გაუპატიურების ფაქტი სამართალდამცავებთან აღიარა.

„საშინელებათა ფილმს ვუყურე, მისი ზეგავლენის ქვეშ ვიყავი და მკვლელობაც ამის გამო ჩავიდინეო. რამდენიმე წუთში კი მან ჩვენება შეცვალა და ჩემი ინფორმაციით გაუპატიურება აღიარა. ამ ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ანა ნახევრადშიშველი დახვდათ. გოგონას დაზიანებები ხელის მიდამოში აღენიშნება“- განაცხადა მოკლულისა და ბრალდებულია ახლობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ნიუპოსტი“ ინფორმაციის გადამოწმებას შს სამინისტროში შეეცადა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უწყება დამატებით კითხვებს არ პასუხობს.

ხელაძის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42