როგორც აზერბაიჯანული მედია წერს აღნიშნული ორი კლუბის და უეფას წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ სტადიონზე ნებადართული იქნება მხოლოდ ორი დროშის შეტანა: აზერბაიჯანის და საქართველოსი. ქართულმა მხარემ კი განაცხადა, რომ ის ყველა ზალისხმევას გამოიყენებს, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო პროვოკაციები.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის და საქართველოს საფეხბურთო კლუბებს შორის შეხვედრებისას რამდენიმე ინციდენტს უკვე ქონდა ადგილი გასულ წლებში. 2014 წელს „ნეფტჩის“ და „ჩიხურას“ შეხვედრის დროს ბაქოში სტადიონზე გამოფინეს პლაკატი, რომელზეც გამოსახული იყო საქართველოს რუკა, იმ ტერიტორიებით რომელიც ახლა აზერბაიჯანის შემადგენლობაშია. მსგავი შინაარსის პლაკატი იქნა გამოფენილი 2015 წელს თბილისშიც „დინამმოსა“ და „გაბალას“ შეხვედრის დროს.
მასალის გამოყენების პირობები