“Larifan”-ი ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 10-მდე ვირუსული და ბაქტერიული დაავადების საწინააღმდეგო, ბუნებრივი წარმოშობის, სამკურნალო საშუალებებს.
„Larifan”-ის პროდუქცია გამოირჩევა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ფუნქციების სტიმულაციით და აქტიურად იყიდება საქართველოს სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში, თუმცა 5 თვის წინ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება აეთვისებინა დღეს ყველაზე აქტუალური ინტერნეტ სივრცეც, შეექმნა მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტი და მიეცა მათთვის სახლიდან გაუსვლელად ინფორმაციის და პროდუქციის მიღების შესაძლებლობა.
ინიციატივამ გაამართლა და დღეს larifan.ge ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული ინტერნეტ მაღაზიაა ვებ სივრცეში. ამაში კი მას, პროდუქციის მაღალ ხარისხთან და სწორი გაყიდვების სტრატეგიასთან ერთად, კომპანია “Goodweb”-ის ინოვაციური ვებ პლატფორმა ეხმარება, რომელსაც ის სერვისად, ყოველთვიური გადახდის პრინციპით, თვეში სულ რაღაც 59 ლარად იღებს.
“Larifan”-ი კარგი მაგალითია იმისა, რომ დღეს, ინტერნეტ სივრცეში, წარმატებისთვის დიდძალი პირველადი ინვესტიცია სულაც არ არის აუცილებელი და რომ არსებული შესაძლებლობების გამოყენებით, უბრალოდ უნდა მიხვიდე იქ, სადაც შენი მომხმარებელი ყველაზე მეტად გელის!
მასალის გამოყენების პირობები






