ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მსოფლიოში. ამ პროგრამით 2014 წლიდან დღემდე 19-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება ამერიკაში. ფულბრაიტის პროგრამა ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. საქართველოში პროგრამის პარტნიორები არიან საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ და საქართველოს ბანკი, სწორედ ამ კომპანიების დაფინანსებით წელს დამატებით კიდევ 2 სტუდენტი გაემგზავრება აშშ-ში სასწავლებლად. აღნიშნულ პროგრამასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ამ დრომდე 4-მა ახალგზარდამ მიიღო განათლება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, როგორც ბიზნესის ადმინიტრირების ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით.
2016 წლის ივლისში, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოში ვიზიტის დროს, საქართველოს მთავრობასთან ისტორიულ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა 2018 წლიდან გაორმაგდება.
მასალის გამოყენების პირობები






