"ანა ყელგამოჭრილი იპოვეს, მის ბიძაშვილს ტელეფონი გამორთული აქვს" - ახალი დეტალები 19 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე
კრიმინალი - 17:26, 17 Jul, 2017     50499
19 წლის გოგონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით „ნიუპოსტისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ჩვენს კორესპონდენტს უზნაძის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, ახალგაზრდა გოგონა დეიდას ბინაში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის დეიდა ამჟამად ფოთშია, ის გოგონას მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე ურეკავდა და როდესაც ვერ დაუკავშირდა, დასახმარებლად მეზობლებსა და სამართალდამცავებს მიმართა.

უზნაძის 117-ში მცხოვრებლები „ნიუპოსტს“ უცხადებენ, რომ გარდაცვლილი გოგონა ბიძაშვილის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც ბიჭს ეძებნდნენ. ახალგაზრდები საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან გადაძვრნენ, ადგილზე გვამი დახვდათ. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

რაც შეეხება მოკლულის დეიდაშვილს, მას ტელეფონი ამ დრომდე გამორთული აქვს.

"მობილურზე ურეკავდნენ, სატელეფონო ზარებს არცერთი მათგანი არ პასუხობდა. გოგონა აქ ცხოვრობდა"- განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

გარდაცვლილის ნაცნობი, ჯინა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც გოგონას ტელეფონზე ზარი განახორციელა.

"დეიდამ დამირეკა, მთხოვა გადადი, ანა არ მპასუხობს და გაარკვიე რა ხდებაო, მე ბიძაშვილს საერთოდ არ ვიცი, როგორც ჩემთვის ცნობილია ოჯახში კიდევ ერთი ადამიანი, სავარაუდოდ ძმისშვილი ცხოვრობდა"- აცხადებს კიდევ ერთი მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს. 108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობის მუხლია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42