თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობაზა გაიხსნა
საზოგადოება - 16:29, 17 Jul, 2017     2576
1963 წლის შემდეგ პირველად, თბილისში თანამედროვე და მასშტაბური მუნიციპალური ავტობაზა აშენდა. ახალი ავტოპარკი დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. დღეიდან მუნიციპალურ ავტობუსებს სამი ავტობაზა მოემსახურება.

6 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული ბაზა შემდეგ ობიექტებს მოიცავს :

ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ნაგებობები. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას.

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების მომსახურებისათვის ავტობაზის ტერიტორიაზე იტალიური ფირმა - SAFE-ის გაზგასამართი სადგური განთავსდა, რომელიც Man-ის ავტობუსების დატუმბვას 4 წუთში უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ახალი ავტობაზის სამრეცხაოში დამონტაჟდა ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, WashTec-ის მიერ წარმოებული სამრეცხაო დანადგარები, რომლებიც რეცირკულაციის სისტემებითაა აღჭურვილი და წყლის 70%-მდე ეკონომიას იძლევა. 12 მეტრიანი ახალი ავტობუსები 5-7 წთ-ში გაირეცხება. დანადგარი არის ავტომატური და დისტანციურად იმართება. რეცხვის უახლესი ტექნოლოგია ავტობუსის ზედაპირის დაზიანებას გამორიცხავს.

„გაიხსნა ახალი ავტობაზა, სადაც განთავსდა MAN-ის მარკის ახალი 143 ავტობუსი. დღეიდან აღნიშნული ავტობაზა მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს იმ ძირითად მარშრუტებზე, რომელიც განსაზღვრულია ამ ავტობუსებისთვის. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რათა გვქონოდა თანამედროვე ავტობაზა, გამართული, უახლესი გაზის სისტემით. ავტობაზაზე ყოველდრიურ რეჟიმში დასუფთავდება ავტობუსები, მოხდება მათი ტექნიკური მომსახურება და გაზით მომარაგება. ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ ამ ავტობუსებით ჩვენი თანამოქალაქეები კომფორტულად გადაადგილდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ავტოპარკში, კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“-ის ბაზაზე არსებულ Man Truck and Bus-ის მიერ ავტორიზირებულ სერვისცენტრში CNG გაზზე მომუშავე ავტობუსები ხუთი წლის განმავლობაში გაივლიან მიმდინარე და რეგლამენტირებულ ტექნიკურ მომსახურებას.

ბაზაზე მუდმივად იქნება დასაქმებული 616 ადამიანი. MAN-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში კი დამატებით 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. მუნიციპალური ავტოპარკის ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანიაა - შპს „დაგი“.

აღსანიშნავია, რომ 20 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდში ახალი ავტობუსები N24, N33, N88, N140 და N150 ხაზებზე გავა. მოგვიანებით კი, MAN-ის ავტობუსები N14, N21 და N23 მარშრუტებს დაემატება.

მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც 27 მილიონი EBRD-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტია, ხოლო 7 მილიონი ევრო - ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდის E5P-ის გრანტი.

სამომავლოდ, თბილისის მერია შედარებით მცირე ზომის, 8-10 მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანას გეგმავს. 2018 წლის ივლისიდან კი, დედაქალაქის მთავრობა მგზავრებს თანამედროვე სამარშრუტო სქემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონული გადახდის სისტემას შესთავაზებს.

დღესვე, ავტობაზის გახსნაზე თბილისის მერმა ქალაქ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასა და გაუმჯობესებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსიის დირექტორს ბრუნო ბალვანერას, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდს (E5P), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროს ბანკირს თეა მელიქაძეს, სამშენებლო კომპანია „დაგს“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს ნუგზარ ჭეიშვილს, კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ და კომპანიას “ Man Truck and Bus”.

ახალი მუნიციპალური ავტობაზის გახსნას დღეს საქართველოს მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე MAN Truck and Bus AG-ის და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42