თბილისში დაკავებული მამაკაცი 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილ კავშირს აღიარებს-"პრაიმტაიმი"
კრიმინალი - 10:53, 17 Jul, 2017     42025
თბილისში დაკავებული 42 წლის მამაკაცი 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან სექსუალურ კავშირს აღიარებს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი ერთი კვირის წინ შს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დააკავა. არსებული ინფორმაციით გ.ვ. ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული საქმის მასალების გაცნობის შემდეგ რამდენიმე ადვოკატმა მის დაცვაზე უარი თქვა. ერთ-ერთი უფლებადამცველი, რომელსაც საქმის მასალებთან შეხება ჰქონდა, აცხადებს, რომ გამოძიებას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს 15-მდე მოზარდი, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებთანაც დაკავებულს სექსუალური კავშირი ჰქონდა. ასევე, ამოღებულია 30-ზე მეტი სატელეფონო კავშირი სავარაუდო მსხვერპლებთან, თუმცა დაკავებული გ.ვ. ირწმუნება, რომ მას 100-ზე მეტ მოზარდ ბიჭთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. რომელთა ასაკიც 14-დან 16 წლამდეა. „პრაიმტაიმისთვის“ არაოფიციალურად ხდება ცნობილი საქმის დეტალები. კერძოდ, 42 წლის მამაკაცი დანაშაულს ძირითადად თბილისის სხვადასხვა უბნებში სჩადიოდა. მისი სამიზნე სოციალურად დაუცველი ბავშვები იყვნენ. ის არასრულწლოვან მოზარდებს უახლოვდებოდა და მათ ფულისა და ფასიანი საჩუქრების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა. ბავშვებთან სექსუალურ აქტს ის სკვერებში, სადარბაზოებსა და ლიფტებში ამყარებდა. მსხვერპლთა უმრავლესობასთან კი კავშირს არ წყვეტდა და მათთან პერიოდულად ამყარებდა გაუკუღმართებული და ორალური გზით სექსუალურ აქტს. ჩვენთვის ცნობილი ხდება ერთ-ერთი ასეთი ისტორია, რომელიც საქმის მასალებში დევს. 42 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირის დამყარების სანაცვლოდ კომუნალური გადასახადები დაუფარა მსხვერპლს. საუბარია 15 წლის მოზარდ ბიჭზე, რომელმაც ამ შემოთავაზების სანაცვლოდ პედოფილს სექსუალური მომსახურება გაუწია. აღნიშნული პირის მიმართ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლებით.

სრულად იხილეთ primetime.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42