სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ბავშვებს მშობლები და ახლობლები დახვდნენ. მოზარდები თავს კარგად გრძნობენ.
„დღეს 25 ბავშვი ჩვენთან ერთად უკვე დაბრუნდა საქართველოში. თურქეთში რჩება დაახლოებით 4 პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში. სამართალდამცველები იკვლევენ მიზეზებს. არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა. ჩვენთან ერთად იქ იმყოფებოდა ტრაპიზონის მერი, გუბერნატორი, სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელი. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ და ვფიქრობ, ხვალ უკვე გვექნება მომხდარის სურათი,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ამ დროისთვის ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში რჩება.
„ერთ-ერთი ბავშვის დედას ავარიის შედეგად ტრავმული ამპუტაცია განუვითარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოთავსებულია ტრაბზონის კლინიკაში. ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელსაც ნეკნების მოტეხილობა აქვს, სტაციონარული დაკვირვება დასჭირდება,“ - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ, 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა
მასალის გამოყენების პირობები






