პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა თელავში კვლევითი მეურნეობისა და ყვარელში ბიბლიოთეკის მოწყობა დააფინანსა
საზოგადოება - 12:30, 16 Jul, 2017     1784
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კახეთის რეგიონში დაფინანსებული ახალი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და პროექტის მონაწილეებთან შეხვედრები გამართა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ვენახი გაშენდება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კახური ვაზის ჯიშები, აგრეთვე ინტროდიცირებული სასუფრე ვაზის ჯიშები.
გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, საცდელ მეურნეობაში ძირითადად დასაქმდებიან აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და იგი გახდება სასწავლო-სამეცნიერო კვლევის ობიექტი, რომელშიც სტუდენტები ვაზის განვითარების სრულ ციკლს და მასთან დაკავშირებულ აგროტექნიკურ ღონისძიებებს შეისწავლიან.
სტუდენტები პრაქტიკულად შეისწავლიან ასევე, ამ მეურნეობიდან მოწეული ყურძნის გადამუშავების და ღვინის დამზადების თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიებს. მეურნეობას ექნება ,,სადედეს'' დანიშნულებაც, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ უვირუსო, ჯანსაღი, ნამყენი ნერგი, რომლითაც შემდგომ ეტაპზე მოხდება არსებული მეურნეობის გაფართოება და ნერგებით ფერმერების მომარაგება.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პროექტი მნიშვნელოვანია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კახეთის რეგიონის ფერმერებისათვის, რადგან ის განკუთვნილია იმ პრობლემის შესასწავლად, რომელიც მევენახეობის დარგში არსებობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება მეურნეობაში ჩატარებული კვლევები, რადგან კახეთის რეგიონის ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ გაითვალისწინონ და პრაქტიკულად დანერგონ კვლევის შედეგები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ადგილზე გაეცნო საცდელ მეურნეობაში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს და პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე დაჰპირდა პროექტის მენეჯერებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კვლევითი მეურბნეობისათვის აგროტექნიკის შესაძენედაც გამოყოფს გარკვეულ თანხას, რათა ხელი შეუწყოს მეურნეობაში ყველა აგროტექნიკური ოპერაციების თანამედროვე ტექნოლოგიით ჩატარებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კახეთში ასევე ეწვია ყვარლის რაიონის სოფელ თივს, სადაც შემოდგომაზე პროექტის ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას'' ფარგლებში, ახალი, თანამედროვე, ბიბლიოთეკა მოეწყობა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ყვარლის რაიონში პირველია და ხორციელდება სწორედ ისეთ სოფლებში, სადაც არ არსებობს წვდომა ინტერნეტთან და ინფორმაციასთან. ეს ბიბლიოთეკა კი, საშუალებას მისცემს სოფლის მცხოვრებლებს ისარგებლონ ბიბლიოთეკის, როგორც ერთგვარი საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის შესაძლებლობებით. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე რამდენიმე წელია აფინანსებს სოფლის ბიბლიოთეკების გაძლიერების პროექტს ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას’’, რომლის მიზანიც სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა, ბიბლიოთეკარების გადამზადება და ტრენინგები, ბიბლიოთეკების შესაძლებლობების გაზრდა და მათ ბაზაზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერების ჩამოყალიბებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42