კიბოს ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დაწყების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება
საზოგადოება - 20:10, 15 Jul, 2017     5296

,,დაიწყოს კიბოს ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა“. შესაბამისი მოთხოვნით ონლაინპეტიცია განათავსა „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შორენა ლობჟანიძემ.

,,ვფიქრობთ, C ჰეპატიტის პროგრამის მსგავსად, კიბოს ელიმინაციის პროგრამაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამიტომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ: დავით სერგეენკოს მივმართავთ თხოვნით, აწარმოოს მოლაპარაკებები ბრიტანეთის ხელისუფლებასთან, რათა საქართველოშიც ბრიტანეთის ანალოგიურად განხორციელდეს შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევა, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით გადაარჩენს ასეულობით მოქალაქის სიცოცხლეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2002 წლიდან 2017 წლამდე სიმსივნეების საერთო რაოდენობა 6.6-ჯერ გაიზარდა. სსიპ-ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 2005 წლიდან დღემდე შარდის ბუშტის სიმსივნით დაავადებულია 85 500 ადამიანი, რომელთაგან ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა 557 პაციენტს, ხოლო 953 გარდაიცვალა.

სამწუხაროდ, საქართველოში სიმსივნის მკურნალობის მეთოდები სამედიცინო დარგში მსოფლიო მიღწევებთან შედარებით საკმაოდ მოძველებულია. არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში და დიდ ბრიტანეთში, ონკოლოგები შარდის ბუშტის და კუჭნაწლავის კიბოს საწინააღმდეგოდ პაციენტებს უნიშნავენ ბცჟ-ს და ვიტამინი D-ს კომბინირებულ იმუნოთერაპიულ მკურნალობას. აღნიშნული ფაქტის შესახებ გამოქვეყნებული იყო ჯერ კიდევ 10.08.2011 წელს ჟურნალში ,,British Journal of Cancer“.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში, ქალაქ როჩესტერის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ,, University of Rochester Medical Center“-ის და St. George’s-ის სახ. ლონდონის უნივერსიტეტის ექიმების განცხადებით, აღმოჩენილ იქნა ახალი მექანიზმი, რომლის მეშვეობით ბცჟ-(BCG) ვაქცინაზე D ვიტამინის დამატება რამდენჯერმე აუმჯობესებს მკურნალობის საბოლოო შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენის მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი, შარდის ბუშტის და მსხვილი ნაწლავის კიბოს იმუნოთერაპიით მკურნალობა წარმატებით ხორციელდება.

დღეისათვის, უკვე დიდ ბრიტანეთში სამედიცინო კვლევები და მკურნალობა მოსახლეობაზე ტარდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 100%-იანი დაფინანსებით. დღემდე არსებული შედეგები ცხადყოფს, რომ 10 დაავადებული პაციენტიდან საშუალოდ 6 პაციენტი 100%-ით ინკურნება.“ - წერს შორენა ლობჟანიძე.

წყარო: https://manifest.ge/main/item/1631/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42