გეთანხმებით, კითხვა ნამდვილად ზოგადია, რომელსაც უმრავი პასუხი შეიძლება ჰქონდეს. ეგ კი არა, იმასაც ამბობენ ერთი ნახვით შეყვარებაც შესაძლებელიაო. ხუმრობა იქეთ იყოს და დღეს, თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან და თქვენთვის აქამდე წარმოუდგენელ საკითხზე მინდა შევაჩერო.
მნიშვნელოვანი და ამავდროულად წარმოუდგენელი რატომ?
მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ საკითხზე რომელზეც მინდა მოგიყვეთ ინტერნეტს და მის უსაზღვრო შესაძლებლობებს უკავშირდება. თუ გადავავლებთ თვალს ჩვენს ყოველდღიურობას და ამ ყოველდღიურობაში ინტერნეტის, სოციალური ქსელების, ონლაინ მაღაზიების, საინფორმაციო ვებგვერდების თუ სხვა დანარჩენის უდიდეს როლს ჩვენს ცხოვრებაში, ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი სტატუსი გააჩნია თითოეულ მათგანს.
წარმოუდგენელი კი იმიტომ, რომ ალბათ, აქამდე არასდროს გიფიქრიათ, რომ იმ გიგანტ სივრცეში, რომელზეც მაღლა ვისაუბრეთ, ისეთივე ვებგვერდების მიღება, როგორსაც დღის განმავლობაში თქვენ რამდენიმესაც კი სტუმრობთ, 2 დღეში არის შესაძლებელი. დიახ, მესმის თქვენი გაოცება, ნუ გაგიფართოვდებათ თვალები ასე, ნურც ეჭვს შეიტანთ ერთი წინანადებით უკან გამოთქმულ სიტყვებში. რადგან, ეს დღეს ნამდვილად შესაძლებელია ინტერნეტ -მარკეტინგული კომპანიის GOODWEB-ის მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმით, რომელმაც გაარღვია ბაზრის სტანდარტები და პროდუქტი აქცია სერვისად. დღეს, ის მის 750 - მდე კლიენტს ვებგვერდის სერვისის პლათფორმას სთავაზობს სხვა ციფრულ მომსახურებებთან ერთად, კლიენტებს, რომლებიც აქტიურად ოპერირებენ ინტერნეტ სივრცეში და შესაბამისად წარმატებულებიც არიან.
მინდა კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. თითქოს, დღესდღეობით, სიტყვა ინოვაციურმა დაკარგა ძალა, რადგან, სადაც არ უნდა გავიხედოთ, რასაც არ უნდა მოვუსმინოთ ყველგან ამ სიტყვას ვაწყდებით. თუმცა, თუ გადავავლებთ თვალს კომპანია GOODWEB-ის მიერ შემუშავებულ პლათფორმას, რომელზეც, როგორც კომპანიაში აცხადებენ საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდნენ და გამოცდილების კვალდაკვალ იცვლებოდა და იხვეწებოდა სისტემა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ საქმე გვაქვს ინოვაციურობასთან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მით უფრო, რომ ამ სიტყვას კიდევ ერთხელ ისიც ამყარებს, რომ კომპანია მომხმარებელს ვებგვერდის სერვისს ორ შეხვედრაში სთავაზობს, თვეში 39-59 ლარამდე, რაც დამეთანხმებით, ერთი ნახვით შეყვარებაზე უფრო უცნაურად ჟღერს, თუმცა პრაქტიკა სხვა რამეს აჩვენებს, რომ ეს უცნაურობა კი არა, რეალობა და შესაძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები






