"რედაქციაში ჩამოვიდა ილია, აღტაცებით გვითხრა: ,,დაგვებადა , დაგვებადაო" - დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა
კულტურა - 12:15, 14 Jul, 2019     10493
1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე - ლუკა რაზიკაშვილი. მისი ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველა იყო. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდა მწერალი და პოეტი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი მალევე გახდა. მისი ნაწარმოებების თემატიკა უმეტესად ფილოსოფიურ-სოციალურია, გვხვდება მისტიკური ელემენტებიც. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები მსოფლიოს არაერთ ენაზეა თარგმნილი.

მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე:

"მამას ჩარგალი უყვარდა. ყვავილებიდან ყველაზე მეტად - ია. მოკრეფდა რამდენიმე ღერს და ყნოსავდა ხოლმე. ეს რომ ვიცოდი, მეც გავიდოდი მახლობელ ტყეში, მოვკრეფდი იებს, შევკრავდი კონად და მივართმევდი, როცა იგი ფანჯარასთან იჯდა და გატაცებით წერდა.წერის დროს სარკმელი ხშირად ღია ჰქონდა. მეც გარედან გადავაწოდებდი ხოლმე იის კონას. სიხარულით ჩამომართმევდა, მაშინვე წყლიან ჭიქაში ჩადებდა იებს და იქვე ახლოს, მაგიდაზე ან სარკმელზე დადგამდა. მე უმალ მოვცილდებოდი ხოლმე ფანჯარას, რომ მამას წერაში ხელი არ შეშლოდა." ვახტანგ რაზიკაშვილი.

"გორის საოსტატო-სამასწავლებლო სემინარისთან არსებულ სამაგალითო სკოლაში ვსწავლობდი. ლუკა რაზიკაშვილი, რომელიც ჯერ ,,ვაჯა-ფშაველად" არ იწოდებოდა ,მეორედ თუ მესამედ უფრო ახლოს ვნახე სემინარიის ეზოში, დასვენების დროს.მისი გარეგნული შეხედულება და მედიდური სიარული გვიზიდავდა სმაგალითო სკოლის ყველა მოწაფეს , საითაც წავიდოდა ჩვენც იქით მივდევდით , რომ უფრო კარგად გაგვეგონა მისი ლაპარაკი და ფშაური კილო . ვაჟა განვითარებულ შეგირდად და სამაგალითო ადამიანად ითვლებოდა სემინარიაში . ამხანაგები დიდ პატივსა სცემდნენ და უყვარდათ კიდეც. ხშირად მათე წივწივაძე,სკოლის ამხანაგი, დაარტყამდა ვაჟას ბექობივით ამობურთულ მკერდზე ხელსა და ეტყოდა : ,,ამან უნდა იცოცხლოს დიდხანსო!" - მოგიკვდეთ ლუკა რაზიკაშვილი , თუ არ გასახელოთო ,- მიუგებდა ღილმილით ვაჟა. ნათქვამი ასრულდა. " შიო მღვიმელი


,ვაჟაფშველა” პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა.მან იცოდა, რომ ,,ვაჟა” ფშავ-ხევსურეთში ვაჟკაცს ნიშნავს. დიმიტრი ხან ,,ვაჟას” ეძახდა, ხან ,,ფშაველას”.მერე შეაერთა და ვაჟა-ფშაველა” დაუძახა. ერთხელ დილით, ადრე , როგორც გადმოგვცა გიგა ყიფშიძემ , რედაქციაში ჩამოვიდა ილია, ყურში კალამგადებული და არაჩვეულებრივი აღტაცებით გვითხრა: ,,დაგვებადა , დაგვებადაო!" ეს სიტყვები გაიმეორა რამდენჯერმე . შემდეგ გამოიღო ყურიდან კალამი , დადო მაგიდაზე , გადმოგვცა ვაჟას პოემა ,,მოხუცის ნათქვამი " და თქვა : ,,დღეიდან მე თავისუფალი ვარ , დაგვებადა უნიჭიერესი მგოსანი . პოემა ხვალისთვის დაბეჭდეთ , მთლიანად , არ გაწყვიტოთო". თანამშრომლები გაოცებული დავრჩით ასეთი საქციელით, მწერლის დაფასება-ქებაში ილია ძალიან ძუნწი იყო."შიო მღვიმელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42