„ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონს აჭარაში მომზადებული ხვდება
საზოგადოება - 11:41, 14 Jul, 2017     1023

აჭარაში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი დაასრულა. პირველი პროექტი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება იყო. ზაფხულის სეზონისთვის მზადების ფარგლებში, კომპანიამ რეგიონში არსებულ 7 ქვესადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. აგრეთვე, 22 სატრანსფორმატორო ქვესადგურში შეიცვალა ტრანსფორმატორები, ძველი მიწისქვეშა კებელები ჩანაცვლდა ახლით. სამუშაოები განხორციელდა როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის ქსელში. მხოლოდ აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

დღეს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმენტმა ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები აჭარაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა, რაც იძლევა ქსელის მაქსიმალურად დატვირთვის საშუალებას ცხელ სეზონზე. რეაბილიტირებული და განახლებული ქსელის მეშვეობით კომპანია აუმჯობესებს აბონენტთა მომსახურების ხარისხს, გარდა ამისა მინიმუმამდე დაჰყავს ავარიული გათიშვების ალბათობა.

მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აჭარაში დაასრულა, მოიცავდა აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

ხულოს რაიონის სოფელ რაქვთით დასრულდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება მთელ აჭარაში. გამრიცხველიანების პროექტისთვის კომპანიამ 37 450 000 ლარის ინვესტიცია განახორხციელა.

კომპანიის ყველა აბონენტს აჭარაში დაუმონტაჟდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები, რომელთა მეშვეობით ისინი თავად გააკონტროლებენ საკუთარი ელექტროენერგიის მოხმარებას და ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდიან ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების შესაბამისად.

„სოფელ რაქვთაში მრიცხველების მონტაჟით, აჭარაში ჩვენ დავასრულეთ კომპანიის ერთერთი უმთავრესი და პრიორიტეტული, გამრიცხველიანების პროექტი. ჩვენმა ტექნიკურმა სამსახურმა მაქსიმალურად ეფექტურად წარმართა სამუშაოები, რამაც აბონენტთა მომსახურების ხარისხი გააუმჯობესა. გამრიცხველიანების პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ ინვესტიციები საშუალო და მაღალი ძაბვის კუთხით, ქსელის საიმედოობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“ - აცხადებენ კომპანიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42