თსუ-ში ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა
საზოგადოება - 14:19, 13 Jul, 2017     1288
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ (Filière Francophone en Informatique) კურსდამთავრებულებს ფრანგული ეროვნული დიპლომები (უნივერსიტეტი პარიზი 8) გადაეცათ. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, უნივერსიტეტი პარიზი 8-დან პროგრამის ხელმძღვანელი ჟან-ჟაკ მარიაჟი, უნივერსიტეტი პარიზი 8-ს წარმომადგენელი ჰინდ უკერადი, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები, პროგრამის კოორდინატორი არჩილ ელიზბარაშვილი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში წარმატებით მუშაობს: „თსუ-ში 100-მდე ქართველმა სტუდენტმა მიიღო თსუ-სა და უნივერსიტეტ პარიზი 8-ის დიპლომი. მათი დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია: ბოლო 6 წლის შედეგებით, კურსდამთავრებულთა 100 პროცენტი დასაქმებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწავლის ხარისხიც ძალიან მაღალია. ვაპირებთ, რომ გავაფართოვოთ თანამშრომლობა ფრანგ პარტნიორებთან.“

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს. ამ პროგრამის კურსდამთავრებულს ეძლევა ორმაგი - ქართულ-ფრანგული დიპლომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა უნივერსიტეტი პარიზი 8-ს წარმომადგენელმა ჰინდ უკერადიმ.

„ამ პროგრამამ მოგვცა შესაძლებლობა მიგვეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება ინფორმატიკისა და პროგრამირების მიმართულებით,“- აღნიშნა საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა გური სალუქვაძემ.

ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ საქართველოში 2002 წლიდან, თსუ-ში კი 2009 წლიდან მოქმედებს და 15 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. სწავლის განმავლობაში სტუდენტები მინიმუმ ერთი სემესტრი უნივერსიტეტ პარიზი 8-ში სწავლობენ. კურსდამთავრებულთა 40-მა პროცენტმა მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა საფრანგეთსა და სხვა ფრანკოფონულ ქვეყანაში გააგრძელა. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საფრანგეთის განათლების ეროვნული სამინისტროს მიერ, ფრანგული ენის გაღრმავებული სწავლების პირობით. სტუდენტებს ლექციებს ქართველ და ფრანგ ლექტორთა შერეული ჯგუფი უკითხავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42