„ქრონიკა პლისუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ „ნიუპოსტთან“ საუბრისას ელისო კილაძე აფასებს და აცხადებს, რომ სასამართლო სამართლიანი გზით წავიდა და იმედოვნებს, რომ საქმეზე საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი დადგება:
„სასამართლომ უკვე მოისმინა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის არგუმენტები, რეალურად შეაფასა არსებული მდგომარეობა, რომ ამ მტკიცებულებებით, ანუ ორი პოლიციელის ჩვენებით გამამტყუნებელი განაჩენი ძალიან ძნელი დასაყენებელია. საქმეში არ არის სხვა არანაირი მტკიცებულება, საკუთარი ინციიატივით გადაწყვიტა აღკვეთი ღონისძიება შეეცვალა 15 ათასი ლარიანი გირაოთი, დარბაზიდან გაათავისუფლა. გამომდინარე აქედან მე ვფიქრობ, რომ სასამართლო სამართლიანი გადაწყვეტილების გზით წავიდა, იმიტომ რომ დაცვის მხარის მოწმემ შორენა ლალიაშვილმა ძალიან მკაფიოდ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა არა ორი, არამედ რვა პოლიციელი და ჩემი შვილის სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, ეს ადამიანები საქმეში საერთოდ არ ფიგურირებდნენ და რომ არა ის ფირი, რომელიც შორენა ლალიაშვილმა შემთხვევის ადგილას გადაიღო, ჩვენ არ გვეცოდინებოდა საერთოდ რამდენი პოლიციელი მონაწილეობდა მის დაკავებაში.
დღეს სასამართომ ასევე მოისმინა ჩემი შვილის დეტალური ჩვენება, როგორ მოხდა მისთვის ნარკოტიკების ჩადება და შემდეგ სხდომაზე ის ამ ჩვენებას დაასრულებს, დღეს ვერ მოხდა ამ ჩვენების დასრულება. დიდი მადლობა პირველ რიგში მოსამართლეს და იმედი მაქვს რომ ამ საქმეზე დადგება რეალურად გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






