"ბახალას" მხარდასაჭერად დღეს თბილისში აქცია გაიმართება
საზოგადოება - 12:11, 13 Jul, 2017     2086
დღეს, 13 ივლისს, 19:00 საათზე, დედაენის ბაღში, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად და უსამართლო ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი „თეთრი ხმაურის მოძრაობაა“

„ვიკრიბებით ერთად ბახალასთვის, მისი სიმართლისთვის და უსამართლო ნარკოპოლიტიკის ყველა მსხვერპლისთვის.

ვიცით, რომ დაკავების დღიდან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი მისი საქმის მიმართ. შეზღუდული კომუნიკაციის პირობებში (მას დღემდე არ აძლევენ დარეკვის უფლებას) არ გვეძლეოდა საქმის დეტალებისა და ბახალას პოზიციის გაცნობის შესაძლებლობა. ვრცლად საქმის დეტალებზე ხვალ პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ.

გიორგი პრინციპულ უარს აცხადებს საპროცესო შეთანხმებაზე და აპირებს ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი სიმართლისთვის. ვანახოთ ბახალას, რომ ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის!“- ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიმართვაში.

გიორგი გიორგანაშვილი ნარკოდანაშაულისთვის 5 თვის წინ დააკავეს, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის წაუყენეს, სასჯელის ზომად კი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

როგორც გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატები და მეგობრები აცხადებენ საქმეში ბახალას უდანაშაულობის დამადასტურებელი მრავალი არსებითი დარღვევა იკვეთება. „ბოლო პერიოდის “ჩადების” გახმაურებული ფაქტების მსგავსად მის საქმეშიც მხოლოდ პოლიციელები არიან მოწმეებად. დაკავების მომენტში ის გადაიყვანეს და გაჩხრიკეს ბნელ, უკამერო ადგილას. დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად კი ჩხრეკას ნეიტრალური პირი არ დაასწრეს. რაც ყველაზე საგანგაშოა, დაკავების დღიდან მას გარე სამყაროსთან კონტაქტის ყველა საშუალება აეკრძალა. ფიზიკური ტყვეობის გარდა ის 5 თვეა ინფორმაციულ ტყვეობაშიც იმყოფება. დღემდე, კომუნიკაციის ერთადერთი გზა მისი ადვოკატები არიან. გიორგი გამოძიების მხრიდან მასზე პერმანენტულ ზეწოლაზე მიუთითებს.“- ნათქვამია ბახალას მხარდამჭერთა განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42