Newposts: სულ რამოდენიმე საათის წინ ლიტერატურული პრემია „საბა“-ს ფინალისტები დასახელდნენ, თქვენ მათ შორის ისევ არ ხართ. თქვენი აზრით ამის მიზეზი რა არის? როცა ნომინაციაშიც კი თქვენი არც ერთი ნამუშევარი არ გადის, არასდროს, არც ერთხელ გასულა, ეს რაიმე სახის შეთქმულებაა?
დეფი: ვფიქრობ იგივე იგავია ყოველ წლიურად ყველა ქართულ ლიტერატურულ ჯილდოზე. ცოტა მომაბეზრებელიც.
Newposts: შარშან გამოცემული რომანი „გვირგვინოსანი“ და პოემა „მეფე პოეტი“ თქვენმა მკითხველმა ისევე დაიტაცა, როგორც სხვა წლებში გამოცემული ყველა თქვენი წიგნი და ჟიურისთვის ისინიც ასე შეუმჩნეველი დარჩნენ. წლევანდელი ჟიურის ვინაობა ცნობიალია?
დეფი: არ ვიცი, ასეთი რამეები არ მიტაცებს, მთავარია მკითხველის გული და მისი ძვირფასი დრო, რომელსაც ის ჩემი წიგნის კითხვისას ხარჯავს. დანარჩენი მე არ მეხება.
Newposts: გული არ გწყდებათ როცა თქვენ ლიტერატურულ ჯილდოებზე არასდროს გახსენებენ?
დეფი: არა. არც ესაა ჩემი საქმე. ნომინაციაში არ გასვლა უკვე გამოწვევაა. ეს პირდაპირი მინიშნებაა რომ ქართულ ლიტერატურლ ჯილდოებზე ეს პიროვნება და მისი ნამუშევარი არ უნდა მოხვდეს. ყველაფერი ერთადაა ცინიზმი, ზიზღი, შური და ა.შ. უცნაური მწუხარებაა არა?
Newposts: თქვენი მკითხველის უმეტესობა დარწმუნებული იყო „გვირგვინოსანი“-ც და „მეფე პოეტი“-ც არა თუ ნომინაციაში მოხვდებოდა არამედ თქვენ ორივე ნომინაციაში ლაურეატი გახდებოდით. ამას სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ. რას ეტყვით მათ?
დეფი: იგივეს რასაც ყოველთვის ვეუბნებოდი - განაგრძონ ჩემი წიგნების კითხვა, ჩემი ნამუშევრები ქართულ ლიტერატურლ ჯილდოებს არ ექვემდებარებიან და ვფიქრობ ეს ჩემი დიდი წარმატებაა.
Newposts: საზოგადობას სჭირდება თუ არა მითითება ვინაა აქტუალური მწერალი დღეს? და ამიტომ „საბა“-ს როლი ან „ლიტერა“-ს როლი ან სხვა ჯილდოების აქ მნიშვნელოვანია? ასეა?
დეფი: მეტ-ნაკლებად ასეა. რადგან საზოგადოებაზე მაინც მოქმედებს ნომინირებული ან ლაურეატი მწერლის წიგნებზე ლაპარაკი და ასე თუ ისე წიგნის მაღაზიებში მათზე მოთხოვნილებაა, ფეისბუკზეც გარკვეული პრესტიჟია მათ წიგნებზე და ავტორებზე ლაპარაკი, მე კი ამ ყველაფრის გარეშე ისედაც მაქვს ეს ყველაფერი. მე ხომ არ მაკრიტიკებენ, მე მლანძღავენ და ხელს მიშლიან, ეს სხვადასხვა რამაა და არც ესაა ჩემი საქმე. ისედასც ვიცი და ყოველთვის ვიცოდი, რომელი ჩვენგანი დარჩება მომავალი თაობებისთვის აქტუალურ მწერლად. საბას ლაურეატები თუ მის მიღმა დარჩენილები. პრობლემა არაა. მე მაინც ვფიქრობ რომ ქართული ლიტერატურული ჯილდოები დარჩნენ ჩემს მიღმა ვიდრე მე მათ მიღმა. აქ ავტორია მნიშვნელოვანი და არა ჯილდო.
Newposts: თქვენდამი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი პოლიტიკაა?
დეფი: სულაც არა. მოქმედებს ეგეც, მაგრამ გადამწყვეტი ეგ არაა. როცა შევარდნაძე იყო პრეზიდენტი მაშინაც ასე ხდებოდა ჩემ მიმართ, მერეც ასე იყო და ახლაც ასეა. ამ ქვეყანაში ჩემ მიმართ ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა. დრო უნდა გავიდეს.
Newposts: რისთვის? თქვენ მიგაჩნიათ რომ თქვენი ასეთი უარყოფა, თან აბსოლუტურად ყველა ქართული ლიტერატურული ჯილდოს მხრიდან ეს ინსტიტუციური შეცდომაა?
დეფი: ინსტიტუციური შეცდომა ალბათ არის, მაგრამ მე მათ შეცდომებზე არაფერი მესწავლება, მე მინდა ვთქვა რომ მწერალს ამის საფიქრელად დრო არ უნდა რჩებოდეს. მე თავს ისეთ მწერლად ვგრძნობ, რომელსაც დიდი შემოქმედებითი დიაპაზონი აქვს და ამ გრძნობას არა ამპარტავნობა და ნარცისიზმი ესაძირკვლება, არამედ შრომა, დიახ შრომა და საქმისა თუ ჩემი მკითხველის სიყვარული და მისდამი თანაგრძნობა.
Newposts: დღეს საქართველოში ბევრი მწერალია, პოეტები და პროზაიკოსები აქტიურად აქვეყნებენ თავიანთ ნამუშევრებს, რას იტყვით სხვების შემოქმედებაზეც?
დეფი: დიახ დღეს საქართველოში ბევრი მწერალია, მაგრამ მე საუკეთსო ვარ. ვფიქრობ ყველა მწერალმა ასე უნდა იფიქროს, რადგან ყველას ჩვენ ჩვენი მკითხველი გვყავს და პრობლემა არსადაა. საერთოდ მე ყოველთვის მომწონდა ამირან პაკო სვიმონიშვილი, ლუკა ბაქანიძე, მიხეილ ღანიშაშვილი, თავის დროზე კი ჩვენი ორდენის „სამკაული“-ს პოეტები. მაგრები იყვენენ და მაგრები არიან. მიხეილ ღანიშაშვილს და ლუკა ბაქანიძეს კი თავისი სტილი აქვთ, როცა მწერალს თავისი სტილი აქვს ის ძლიერი შემოქმედია.
Newposts: თქვენი სტილი?
დეფი: ჩემი სტილი ვიპოვნე მაშინ, როცა დავწერე რომანი „დილა სასწაულების წინ“ და ჩავწერე პოეზიის აუდიო ალბომი „დაფიონი“ სწორედ მაშინ დავიბადე საკუთარი სტილის მქონე მწერლად, პოეტად და რომანისტად. მანამდე ვეძებდი, მადლობა ღმერთს განძი მალე ვიპოვნე დეფნის გვირგვინი მოვირგე.
ცხოვრება სასწაულებითაა სავსე. ყველაფერი კარგადაა, მთავარი წინაა. სწორედ ამაზეა ჩემი რომანი „გვირგვინოსანი“ და საერთოდ ყველაფერი თუ კი რამ დამიწერია.
მასალის გამოყენების პირობები