მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი აცხადებს, რომ ლიკვიდაციით ემუქრებიან:"მემუქრებიან ლიკვიდაციით, რომ გამოგზავნიამ ჯგუფს და ჩემი ადგილი საფლავშია"- აცხადებს თუბა ჩაბუქი.
მისი თქმით, მუქარის შემცველი წერილების გამოგზავნა მას შემდეგ გახშირდა, რაც მისი მეუღლის დაკავება საზოგადოების მხრიდან პროტესტის მიზეზი გახდა.
"ეს განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დაინახეს ქართველი ხალხისა და მედიის მხარდაჭერა. ერთ-ერთმა თურქულმა გაზეთმა ჩემი ოჯახი მოღალატედაც გამოაცხადა. მუქარები არის შემდეგი შინაარსის: უნდა გამოიგზავნოს აქ ჯგუფი, ჩემი ადგილი არის საფლავში. ჩვენი ოჯახის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და აქედან გამომდინარე ვითხოვთ სახელმწიფო დაცვის დანიშვნას. სხვა ქვეყნებში უკვე დაფიქსირდა გატაცების და სხვა ფაქტები. ორი შვილის დედა ვარ, მეუღლე გვერდით არ მყავს და აუცილებლად მჭირდება დახმარება",- აცხადებს თუბა ჩაბუქი.
მასალის გამოყენების პირობები






