მურად ჯიოევის მოთხოვნას, იმის შესახებ რომ საქართელოს მოქალაქეები, ე.წ.საზღვარს 200 მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდნენ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მცხოვრებლები პასუხობენ, რომლებსაც მავთულხლართებთან რამოდენიმე მეტრი აშორებთ და რომელთა ნაკვეთებიც, სწორედ ე.წ. საზღვართან ახლოს მდებარეობს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, დიცში ამბობენ, რომ ე.წ. საზღვართან 200 მეტრით დისტანცირება მათ მიწის ნაკვეთებზე უარის თქმას და საცხოვრებელი სახლების ნაწილის მიტოვებას ნიშნავს, რადგან მავთულხლართებიდან ადგილორბევის საცხოვრებელი სახლების ნაწილი სულ რაღაც ასიოდე მეტრითაა დაშორებული. ყველაზე ახლოს, ე.წ. საზღვართან კი 82 წლის ვენერა ედიშერაშვილი ცხოვრობს, რომელიც სეპარატისტთა მხრიდან გაღერებულ ინიციატივას არაადეკვატურს უწოდებს. მოხუცებულს მავთულხლართებთან რამდენიმე მეტრი აშორებს, თუმცა არც სახლის მიტოვებას და არც იმ ნაკვეთის დამუშავებაზე უარის თქმას გეგმავს რომელიც ე.წ. საზღვარსა და მის საცხოვრებელს ჰყოფს. შეგახსენებთ, შეხვედრის დაწყებამდე ჯიოევმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს და შვეიცარიის ელჩს, გიუნტერ ბეხლერს, სთხოვა, ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე დაეყენებინა საკითხი, რომელიც ე.წ. საზღვართან 200 მეტრის რადიუსში მოსახლეობას მიახლოებას აუკრძალავდა. შეხვედრა 11 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






