"თაღლითობისთვის ნასამართლევმა ანზორ ქოქოლაძემ ისევ ცილისწამებას მიმართა" - თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 13:25, 11 Jul, 2017     7086
თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თაღლითობისთვის ნასამართლევი ანზორ ქოქოლაძე წინასაარჩევნოდ კვლავ გააქტიურდა და ცილისმწამებლური განცხადებების მორიგი ტალღა ააგორა თიბისი ბანკის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ქოქოლაძე ითხოვს, სახელმწიფომ, კერძო ბიზნესმა და სასამართლომ - სამივემ აპატიოს მას ჩადენილი უკანონო ქმედებები და ცნოს „დაზარალებულად“, რაც ისეთივე უტოპიაა, როგორც სხვა მის მიერ გამოთქმული არაერთი განცხადება წლების განმავლობაში.

საზოგადოებამ იცის, რომ პროკურატურა ჯერ კიდევ იძიებს ქოქოლაძის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს, ამასთან ის ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისთვის. ამ ფონზე, ქოქოლაძე გადაწყვეტილებას იღებს, ტრადიციულად, თავს დაესხას ისევ თიბისი ბანკს, რომელთან დავა „ელიტ-ელექტრონიქსის“ თემაზე მას უკვე სამი ინსტანციის სასამართლოში აქვს წაგებული.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქმის ნამდვილ არსს. თიბისი ბანკსა და ქოქოლაძეს შორის ერთადერთი კავშირი იყო სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც ეხებოდა „ელიტ-ელექტრონიქსს“ და რომელიც მან არაერთგზის დაარღვია - ბანკს რამდენიმე მილიონიანი ზარალი მიაყენა, რის გამოც, სხვა სამართლებრივ ქმედებებთან ერთად, საჭირო გახდა ელიტ-ელექტრონიქსის 55%-იანი წილის/აქციების რეალიზაცია, ხოლო შემდეგ კომპანიის გადასარჩენად სტრატეგიულ ინვესტორზე გასხვისება.

რაც შეეხება სამართლებრივ დავას თიბისი ბანკის მიერ აქციების რეალიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით - თიბისი ბანკს ქოქოლაძესთან სამოქალაქო დავა ჰქონდა 7 წლის წინ. ეს დავა საქალაქო სასამართლოში მან თავად დაიწყო, კერძოდ, აღძრა საქმე თიბისი ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც „ელიტ-ელექტრონიქსის“ დაგირავებული აქციების 55% ბანკს გადაეცა საკუთრებაში რეალიზაციისთვის და სასესხო ვალდებულების გასასტუმრებლად.

ეს დავა ბანკმა მოიგო სამივე ინსტანციაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქოქოლაძის სარჩელი, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ხოლო უზენაესმა სასამართლომ ანზორ ქოქოლაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და არ განიხილა.

ქოქოლაძის განცხადებები ყოველგვარ კანონიერ საფუძველსაა მოკლებულია და შორს არის ლოგიკური, საღი აზრისგან"- აღნიშნულია თიბისი ბანკის განცხადებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42