სიმპოზიუმის გახსნას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა ოფიციალური სტუმრები დაესწრებიან. სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიალის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი რუსთავში გასული საუკუნის 90-იან წლებში სამჯერ ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები იღებდნენ მონაწილეობას. წლების შემდეგ, სიმპოზიუმი პირველად 2016 წელს ,,რუსთავქალაქობის“ ფარგლებში გაიმართა.
მოქანდაკეთა სიმმპოზიუმი რუსთავის მერიისა და „სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის“ ორგანიზებით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






