თიბისი სტატუსისა Buyers.ge სახელით ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა შედგა
საზოგადოება - 17:15, 10 Jul, 2017     1592
„თიბისი სტატუსისა“ და Buyers.ge სახელით, ახალგაზრდა მხატვრის, ანკა ბოჭორიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა Buyers-ის სივრცეში შედგა. გამოფენაზე მულტიმედია არტისტმა ნახატებთან ერთად ინსტალაციები და სკულპტურები წარმოადგინა.

მხატვარი 1995 წელს თბილისში დაიბადა. ხატვა ბავშვობაში დაიწყო და შემდეგ გადაწყვიტა, რომ შესაბამისი განათლებაც მიეღო. 2013 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, მაგრამ იქ სწავლა მალევე შეწყვიტა, რადგან გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად უკეთ განვითარდებოდა, როგორც ხელოვანი. მუშაობა მხატვრების ჯგუფთან „Stupid Kids Factory”-სთან ერთად გააგრძელა. ჯგუფთან ერთად მხატვარმა ორ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა:

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელოსნოში „Stupid Kids Factory”-ში გამართულ გამოფენაში „Magic Room” (თბილისი, 2013) და „Summer Leftovers” (თბილისი, 2013). 2016 წელს ანკამ “პროექტ 12”-ში მიიღო მონაწილეობა - მისი ნამუშევარი თიბისი ბანკის სტიკერის დიზაინად შეირჩა და ბანკის ორგანიზებით, პროექტში მონაწილე სხვა 11 თანამედროვე მხატვართან ერთად ფაბრიკას სივრცეში გამოიფინა.

„ამჯერად, ანკამ უკვე ახალი ნამუშევრები წარმოადგინა. პირველად სცადა მან გრაფიკის გარდა, სხვა მედიებში მუშაობაც. ანკას გრაფიკული ნამუშევრების ნაწილი განთავსდება უკვე თიბისი სტატუსის შეხვედრების სივრცეებში. გრძელვადიანი მიზანი ამ გამოფენის არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაციას. თიბისის ამოცანაა, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს ჩვენი მხრივ, ყველა საჭირო რესურსით დავეხმაროთ,” – ამბობს თიბისი ბანკის არტ კურატორი ნინა ახვლედიანი.

„თიბისი სტატუსი“ და Buyers.ge მომავალშიც გეგმავენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას. Buyers.ge-ზე უკვე იყიდება ანკა ბოჭორიშვილის ნამუშევრებიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42