,,ძალით ცდილობდა ბავშვის ჩასმას...“ - პედოფილიაში მხილებული მამაკაცი თბილისში ლინჩის წესით გაასამართლეს
საზოგადოება - 12:29, 10 Jul, 2017     17980
თბილისის ერთ-ერთ უბანში მამაკაცი, რომელიც პედოფილიაში იყო შემჩნეული ადგილობრივმა მოსახლეობამ სასიკვდილოდ სცემა. 50 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან აღნიშნული მამაკაცი პედოფილიაში ადრეც იყო შემჩნეული, ამჯერად კი ის პატარა გოგონას მოტყუებით ავტომობილში ჩასმას ცდილობდა, მანამდე კი მის მიმართ გარყვნილი ქმედება სცადაო. მოძალადე მამაკაცს ბავშვი ხელიდან დაუსხლტდა და მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო. ბავშვის მამამ და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა რამდენიმე მამაკაცმა პედოფილიაში მხილებული პირი იმ დროს დაიჭირეს, როდესაც ის ჯიპის მარკის ავტომობილით გაქცევას ცდილობდა.

„ჯერ უთქვამს, ნაყინს გიყიდი და გაგასეირნებო. უცხო ბავშვს რომ მანქანით გასეირნებას სთავაზობ, მშობლების ნებართვის გარეშე, ამითაც ჩნდება ეჭვი ხომ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ბავშვს რომ უარი უთქვამს, შემდეგ უკვე ძალით ცდილობდა მანქანაში ჩასმასო, მაგრამ ბავშვს გაქცევა მოუხერხებია და მშობლებს უამბო მაშინვე ყველაფერი. და ამის მერე მოხდა ის, რაც მოხდა. მანამდეც იყო რაღაც შემთხვევებიო, მაგრამ მხოლოდ ყურმოკვრით მაქვს გაგებული. როგორც გავიგე, ბავშვებს დასდევდა და იტყუებდაო. რამდენჯერმე შეუმჩნევიათ. ბოლოს ერთ-ერთმა ბავშვმა ამოიცნო კიდეც. გამწარებული იყო მამამისი. დიდი ჩოჩქოლი ატყდა უცბად. თვითონ კი ყვიროდა, არ ვარ დამნაშავეო, მაგრამ ეგ კაცი სხვა შემთხვევებშიც ფიქსირდებოდა, პოლიციასაც ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ ვერ იჭერდნენ. კონკრეტული ფაქტი არ ჰქონდათ, თუ სხვა მიზეზი იყო რამე, არ ვიცი. ბავშვი მოიყვანეს და ამოიცნო. ტირილი დაიწყო, – ეს კაცი იყოო, – თქვა. ამის შემდეგ უკვე დაიწყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა და მთელი უბანი დაესია. სხვებმაც იცნეს აქ. გამხდარი, ჭაღარა კაცი იყო და მისი ამოცნობა ძნელი არ იქნებოდა.“- აცხადებს ამ უბანში მდებარე სამკერვალოს თანამშრომელი.

კიდევ ერთი ადგილობრივი ჰყვება, რომ არასრუწლოვან გოგონაზე ძალადობის მცდელობა დაახლოებით ნახევარი წლის წინათაც მოხდა. 8 წლის ბავშვი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სავარაუდოდ, იმავე პიროვნებამ კორპუსის სადარბაზოში ძალის გამოყენებით შეათრია და მის გაუპატიურებას ცდილობდა.

პირველ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა საქმე მას შემდეგ გადაკვალიფიცირდა, რაც ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამჟამად საქმეზე დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რომელმაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს, გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი ფიზიკური ანგარიშსწორება. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, ვინ და რა ბრალდებით მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია – არ არის გამორიცხული, სწორედ ამ მუხლით დააკავონ არასრულწლოვანი გოგონას მამა და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი, რომლებმაც ბავშვზე ძალადობაში მხილებული პირი ლინჩის წესით გაასამართლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


წყარო "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42