25 მლნ. " ოცნების" ჯიბეში - უმრავლესობის მაჟორიტარების კომპანიებზე ტენდერების გარეშე გადარიცხული მილიონები
საზოგადოება - 21:15, 08 Jul, 2017     3587
"რუსთავი 2""ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების კომპანიებზე ტენდერების გარეშე გადარიცხული მილიონების შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.

"კურიერის" ინფორმაციით, თბილისის ცენტრალურ უბანში 3526 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანიის საკუთრებაა.

მიწის ნაკვეთი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობისთვის დეპუტატმა აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო, მაგრამ ისე, რომ სამშენებლო ნებართვა ჯერ გაცემული არ იყო.

მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის მიწაში მაჟორიტარმა გოჩა ენუქიძემ 800 ათასი ლარი გადაიხადა, თუმცა ამ გარიგების შემდეგ მასთან სახელმწიფომ კონტრაქტი გააფორმა ტენდერის გარეშე სახელმწიფო დაკვეთა მისცა და 845 ათასი ლარიც ჩაურიცხა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა მთავრობის და პარლამენტის წევრებისთვის პირდაპირი ხელშეკრულების გზით გადაცემულ 25 მილიონ ლარს ეხება. სიაში 14 დეპუტატია, მათ შორის, 10 მაჟორიტარი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ტენდერის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულებები და სანაცვლოდ მიღებული მილიონობით ლარი იმის ნათელი დადასტურებაა, რატომ არ უნდათ მაჟორიტარებს საარჩევნო სისტემის გაუქმება.

ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულებების სიაში გორის მაჟორიტარი, იოსებ მაკრახიძე ლიდერობს. მომდევნო კახა ოქრიაშვილია - 992 ათასი ლარის ხელშეკრულებებით. სიაში სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი, გრიგოლ მიქელაძეც, მოხვდა. სახელმწიფოსგან მიღებული თანხის რეკორდული მაჩვენებლით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი კომპანიები სიის სათავეში მოხვდნენ. კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, ყოფილმა კომპანიებმა სახელმწიფო უწყებებისგან 32 ხელშეკრულება და, დაახლოებით, მილიონ ნახევარი ლარი მაინც მიიღეს.

მაჟორიტარი დეპუტატები პარტიულ ყულაბაში ყველაზე მეტ თანხას წირავენ და საკუთარ ბიზნესინტერესებთან ერთად, მანდატებსაც ყველაზე აქტიურად იცავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება აუცილებელია.

„ნაციონალური მოძრობაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი გზით გაცემული 25 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთი მაგალითია. ტენდერის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების მხოლოდ ამ ნაწილში, ბიუჯეტი მინიმუმ 10 პროცენტს დაზოგავდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42