რუსთავი მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის ემზადება
საზოგადოება - 16:23, 07 Jul, 2017     1020
11 ივლისს რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება. სიმპოზიუმში მონაწილეობას 8 ქართველი და სამი უცხოელი--ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკეები მიიღებენ. სიმპოზიუმის ფარგლებში 11 სკულპტურა შეიქმნება, რომელთა განთავსებაც ძირითადად ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე მოხდება. სივრცე, სადაც მოქანდაკეთა სიმპოზიუმი ეწყობა კულტურისა და დასვენების პარკში სწორედ იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში პირველად გაიმართა სკულპტორთა სიმპოზიუმი და რომლის ფარგლებშიც 21 საკმაოდ საინტერესო სკულპტურა განთავსდა.


,,სიმპოზიუმის გამართვის იდეა შარშან გაგვიჩნდა და ის რუსთავქალაქობის ფარგლებში ჩავატარეთ. წელს ღონისძიებას საერთაშორისო ხასიათი შევძინეთ და მასში ქართველების გარდა უცხოელი ხელოვანებიც იღებენ მონაწილეობას. სიმპოზიუმის ფარგლებში შესაქმნელი ქანდაკებების შერჩევა სპეციალური კომისიის მიერ მოხდა, რომელშოც სამხატვრო აკადემიიდან მოწვეული სპეციალისტები მუშაობდნენ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ჩანაფიქრია და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდეს ქალაქში, რადგან გარდა იმისა, რომ წლების შემდეგ, რუსთავის ჩამოსულ სტუმრებს, ქალაქის ქუჩებში ცნობილი მოქანდაკეების ნამუშევრების ნახვა შეეძლებათ, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქალაქის პოპულარიზაციასაც“-განაცხადა რუსთავის მერმა.

მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში სამჯერ ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები იღებდნენ მონაწილეობას. წლების შემდეგ, სიმპოზიუმი პირველად გასულ წელს გაიმართა, რომლის შედეგადაც რუსთავს 9 სკულპტურული ნამუშევარი დარჩა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42