მორიგი ყაჩაღობა სამეგრელოში - ბოროტმოქმედები მოქალაქეს სასტიკად გაუსწორდნენ
კრიმინალი - 11:06, 07 Jul, 2017     5112
ყაჩაღობა მოხდა ხობის რაიონ სოფელ ხიბულაში. კვირკვაიების ოჯახში 2 ნიღბიანი შეიჭრა და შუახნის მამაკაცს სასტიკად გაუსწრდა. გიმზერ კვირკვია "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ ბოროტმოქმედებმა ის ეზოში დაიჭირეს და სახლში იარაღის მუქარით შეიყვანეს.

ნიღბიანები გარკვეულ თანხას ითხოვდნენ. როგორც დაზარალებული ჰყვება, ოჯახმა წინა დღეს 1 ტონამდე თხილი გაყიდა, რომელიც ავადმყოფი შვილის მკურნალობისთვის კლინიკას იმავე დღეს გადაურიცხა.

კვირკვაიები აღნიშნავენ, რომ ყაჩაღები სწორედ ამ თანხას ითხოვდნენ, მას შემდეგ კი რაც გადახდის ქვითარი ვერ წარმოადგინეს, მამაკაცს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ურტყამდნენ. გიმზერ კვირკვიას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

საბოლოო ჯამში ოჯახიდან 200 ლარამდე თანხა და ძვირფასეულობა წაიღეს. სოფელში კრიმინალი შემთხვევებზე საუბრობენ. მათი თქმით, კვირკვაიების დაყაჩაღება რიგით მეოთხე შემთხვევაა. დაზარალებულების მეზობელი ჯანსუღ ჯიშკარიანი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ მიმდინარე წლის აპრილში 5 ნიღბიანი მასაც დაესხა თავს. ბოროტმოქმედები ჯიშკარიანისგან იმ თანხას ითხოვდნენ, რომელიც მათი ინფორმაციით ოჯახმა მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიიღო.

ხიბულას კიდევ ერთი მკვიდრი, ხაბურძანია აღნიშნავს, რომ 10 აპრილს მასაც გაუსწორდნენ ფიზიკურად და სახლიდან ოქროულობა და 300 ლარამდე თანხა წაიღეს.

მოსახლეობა სამართალდამცავებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, სოფელში გარკვეული კრიმინალური დაჯგუფება არსებობს, რომლებიც სავარაუდოდ ადგილობრივები არიან.

რაც შეეხება კვირკვაიების დაყაჩაღების ფაქტს, შს სამინისტროში "ნიუპოსტს" უთხრეს, რომ ბრალდებულების დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42