პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდება
საზოგადოება - 11:06, 07 Jul, 2017     5662
საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას.

აღნიშნული რეგულაციების შემოღების აუცილებლობა განაპირობა ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მკვეთრმა ზრდამ, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს. როგორც ცნობილია, გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება ერთჯერად პლასტიკის პარკებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება. ამასთან, პლასტიკის პარკი წარმოდგენს ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი ჭირდება. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ხოლო მაგალითად, ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პლასტიკის პარკი, დანიასა და ფინეთში კი მხოლოდ 4.

ვინაიდან პლასტიკის პარკების მოხმარება წარმოადგენს გლობალურ პრობლემას, მრავალმა ქვეყანამ შეიმუშავა გარკვეული რეგულაციები მათი მოხმარების შესამცირებლად. პლასტიკის პარკების მოხმარებაზე რეგულაციები დაწესდა არამხოლოდ განვითარებულ, არამედ, განვითარებად ქვეყანებშიც. ევროპის ბევრ ქვეყანაში დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები პლასტიკის პარკების გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ ქვეყანაში სრულიად აკრძალულია პლასტიკის პარკების გამოყენება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა პლასტიკის პარკების მოხმარება და შედეგად, ნეგატიური ზეწოლა გარემოზე.

აღნიშნული გარემოებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომზადდა ,,ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი და გათვალისწინებულია ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომლითაც დაწესდება შეზღუდვები გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების ბრუნვაზე. პირველ ეტაპზე, აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები პლასტიკის პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია, ასევე დადგინდება ტექნიკური მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართ. აღნიშნულთან ერთად, მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების პროექტი რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, რაც გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

რეგულაციების შემოღების თაობაზე, სამინისტროში, წინასწარ გაიმართა კონსულტაციები საქართველოში პლასტიკის პარკების ძირითად მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, რეალიზატორებთან და მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა აღნიშნულ სფეროში რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით. მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის დაჭირდებათ გარკვეული ღონისძიებების გატარება, სწორედ ამიტომ, კანონპროექტების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2018 წლის განმავლობაში.

ახალი რეგულაციების მიღების შედეგად, ქვეყანაში შემცირდება პლასტიკის პარკების მოხმარება, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკების ბრუნვა, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას პლასტიკის ნარჩენებით და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42