„ნიუპოსტი“ საზმაუს ყოფილ თანამშრომელს ჟურნალისტს ლაშა მესხს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თანამშრომლებს ტელეფონზე შეტყობინება მიუვიდათ, რომ ტელევიზია მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებდა.
მესხის განცხადებით, ამ პროცესის ერთადერთი მიზანი არის ტელევიზიის დახურვა და არანარი რეორგანიზაციასთან მას კავშირი არ აქვს.
„ტელევიზიის ზოგიერთ თანამშრომლებს სმს მიუვიდათ, რომ მაუწყებელი აღარ აპირებდა მათთან თანამშრომლობის გაგრძლებას. თანამშრომლობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იმ მაუწყებლისთვის, რომელიც თითქოს და დასავლურ მედიაა პროცესი სამხრეთ-კორეული ტელევიზიის ხერხს უფრო გავს, რომ არაასურველი კადრები მოიშორონ და ეს არ არის არანაირი რეორგანიზაცია. ეს არის რაღაც პირად გადაწყვეტილებებზე დაყრდნობილი „შავი პროცესი“ რომლის მიღმა რაღაც კონკრეტული ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უდგას უკან და რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს აღორძინებასთან. თანამშრომლებზე ასეთი მოქცევა რა თქმა უნდა, ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს არ უნდა მოხდეს პროფესიონალი თანამშრომლების დაკარგვა.
ყველაზე მთავრი პრობლემა რაც არის მაუწყებელში რეალურად არის ისაა, რომ ტელევიზიაში არ აქვთ ობიექტური სისტემა შეფასება სამსახურში მიღების თუ განთავისუფლების შესახებ, რადგან ყველაფერი პირადი ნაცნობობის კონტაქტებით წყდება“ - აღნიშნა მესხმა.
პროფკავშირის წევრის განცხადებით, თანამშრომლების დათხოვნის რეალური მიზეზები არ არსებობს და ტელევიზიაში მიმდინარეობს ბინძური პროცესები, რომელიც ვიღაცის მანკიერ ტვინში იღებს სათავეს.
"პროცესი დაწყებულია. ეს რაც ხდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვაა, ყველაზე სავალალო არის ის, რომ „დამპლურ თამაშებში“ რეალურად ადამიანები იჭყლიტებიან. ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან კარგი პროფესიონალები და რომლებსაც აქვთ უამრავი საბანკო ვალდებულება, ფინანსური პრობლემა. იმ ადამიანებს, რომლებსაც სმს მიუვიდათ, ვფიქრობ, ამის ძირითადი მიზეზი მათი დაყოფა იყო, რაც იწვევს ტელევიზიის შიგნით შუღლის გაღვივებას. ეს "დამპლური თამაშები" აუცილებლად უნდა დამთავრდეს. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მაუწყებლის შიგნით ბინძური პროცესები, რომელსაც ვიღაცის მანკიერ ტვინში დაბადებული იდეები აწარმოებს და არა რაიმე სახის ობიეტური აზრი.
რაც შეეხება ჩემ საკითხს, ამასთან დაკავშირებით სახლხო დამცეველის დასკვნა უკვე არსებობს და ეს იყო პირდაპირი დისკრიმინაცია. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მავნებელი პოლიტიკის გატარებაზე სასამართლოში ბრძოლა კვლავ გაგრძელდება“- განაცხადა ლაშა მესხმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






