ბერლინში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა
კულტურა - 20:42, 05 Jul, 2017     1648
ბერლინში, საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და ბერლინის “დედაქალაქის კულტურის ფონდის“ ხელშეწყობით, ისტორიულ ვილა ელიზაბეტში საქართველო - გერმანიის წლის ფარგლებში გაიმართა ქართული კულტურისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილი ფესტივალი - „საქართველო მარტო სახლში („Georgien allein zu Haus“).

ქართული კულტურის სრულყოფილად წარმოჩენის მიზნით ორგანიზატორებმა გერმანელ საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს. ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები დამსწრე საზოგადოებას ქართველმა პიანისტმა და ამავდროულად, გერმანიაში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშემ დუდანა მაზმანიშვილმა წარუდგინა. ასევე წარმოდგენილი იქნა გიორგი კიკნაძის ჯაზ-ტრიოს და მანანა მენაბდის მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები.

მრავალფეროვანი იყო ფესტივალის ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ნაწილი. ქართველმა თანამედროვე მწერლებმა სტუმრებს ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები გააცნეს, ხოლო გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა, საქართველოს ლიტერატურული მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილმა და თბილისში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შტეფან ვაკვიცმა მონაწილეობა მიიღეს პოდიუმის დისკუსიაში.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო-გერმანიის წელი აღინიშნება. ქვეყნები 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში მრავალი კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიება ორივე ქვეყანაში ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42