ქალაქ ოზურგეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება - 17:03, 05 Jul, 2017     2051
ქალაქ ოზურგეთში აპრილის თვეში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ასევე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების და ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

დღეს მიმდინარე სამუშაო პროცესს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე უშუალოდ გაეცნო და დაზარალებულ მოქალაქეებს გაესაუბრა. ქალაქის მერმა ასევე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსი მოინახულა, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, აღნიშნული კორპუსი ფერადი თუნუქით შეიფუთება.

,,სამწუხაროდ, 23 აპრილს მომხდარმა სტიქიამ ქალაქ ოზურგეთს საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა. დაზიანდა, როგორც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, ასევე მრავალბინიანი კორპუსები. ზარალის სალიკვიდაციოდ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს თანხა მყისიერად გამოუყო, რამაც საშუალება მოგვცა მოსახლეობის პრობლემები ოპერატიულად გადაგვეჭრა. ქალაქის მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ იმ მოქალაქეთა განცხადებები განიხილა, რომლებმაც მერიას დახმარების თხოვნით მომართეს. კომისიამ ადგილზე შეისწავლა თითოეული განმცხადებლის პრობლემა და მოხარული ვარ, რომ ჩვენ ყველა დაზარალებულს ვეხმარებით”- ქალაქ ოზურგეთის მერმა.

მიმდინარე წლის აპრილში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მთავრობის დადგენილებით 1 700 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შ.პ.ს ,,პლაზმა“, შ.პ.ს ,,მოდუსი“ და შ.პ. ს ,,ინტექსი“ აწარმოებენ.

სალიკვიდაციო ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42