Art-გენის თბილისის ტურს 17-24 ივლისს ტრდაციულად ეთნოგრაფიულ მუზეუმი უმასპინძლებს. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.
„ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში 17 ივლისს თბილისის ტურს გახსნის სოფი ვილი. 18 ივლისს Art-გენის სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool,. 19 ივლისს ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერ“ -თან ერთად ; 20 ივლისს _ ჯგუფი „რეგიონი“; 21 ივლისს _ ჯგუფი „ფრანი“ . 22 ივლისს Art-გენის სცენა ნინო ქათამაძეს და „ინსაითს“ დაეთმობა; 23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძეს და „ 33ა“ -ს. „ Art-გენი 2017“ 24 ივლისს “სუხიშვილების” კონცერტით დაიხურება.
ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა“; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.
მასალის გამოყენების პირობები