"დარეკა, შველას ითხოვდა..."- ქართველი ემიგრანტი თურქმა დამსაქმებელმა მოკლა? 
კრიმინალი - 13:54, 05 Jul, 2017     21045
„ნიუპოსტისთვის“ თურქეთში, ბაირამ ფაშაში, მოკლული კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის, გივი მაჩაიძის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ახალგაზრდა კაცს მრავლობითი ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. თურქული საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. ბრალდებული უკვე დაკავებულია.

როგორც "ნიუპოსტს" არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ემიგრანტთა იმედის" ხელმძღვანელმა შოთო სიხარულიძემ განუცხადა, მოქალაქეს ახლობლები 27 ივნისიდან ეძებდნენ.

სიხარულიძე, მოკლული ახალგაზრდას ოჯახის წევრებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მაჩაიძე სახლიდან ყურბან ბაირამის დღესასწაულზე მეგობართან ერთად გავიდა. გარდაცვლილს ხელფასი უნდა აეღო.

მაჩაიძე ბოლო 8 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ფირმაში ე.წ. უთოზე მუშაობდა.

"არ გამოვრიცხავ, რომ ყაჩაღობაც ყოფილიყო, მკვლელობის დღეს ხელფასი უნდა აეღო. ამ ეტაპზე გასარკვევია, თურქი მეგობარი ახლდა მას თუ ქართველი. როგორც მაცნობეს, მოკლულს ცივი იარაღით თავის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. როგორც ვიცი, ცხედარს დღეს ჩამოასვენებენ და დათვალიერების შემდეგ ალბათ გაირკვევა, აღენიშნება თუ არა სხვა დაზიანებები"- განაცხადა სიხარულიძემ.

მისი თქმით, მოკლულის დამ გუშინ გუშინ 12:00 საათზე აცნობა, რომ გივი მაჩაიძეს თურქეთის პროზექტურაში მიაგნეს.

"დამ დახმარება მთხოვა, ამბობდა რომ თურქი სამართალდამცავები ყურადღებას არ მაქცევენ, თითქოს ჩემი ძმა ქათამი იყოო. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი 40 წლის მამაკაცი იყო, მას ცოლ-შვილიც კი არ ჰყავდა. 8 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ფირმაში უთოზე მუშაობდა"- განაცხადა ,,ემიგრანტთა იმედის" ხელმძღვანელმა .

"ნიუპოსტი" მოკლულის ძმას მიხეილ მაჩაიძეს ესაუბრა. გარდაცვლილის ოჯახი ობიეატურ გამოძიებას და ამ საქმეში საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების ჩართვას ითხოვს.

"ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მედიისგან შევიტყვეთ, რომ ბრალდებული დაკავებულია, თუმცა ვინ იყო და რატომ მოკლა ჩემი ძმა უცნობია. ორშაბათიდან, მას შემდეგ რაც მისი კუთვნილი ტელეფონი გაითიშა, გივის მოძებნა დავიწყეთ. ინფორმაცია, მაქვს რომ მკვლელობის დღეს ხელფასი უნდა აეღო, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ფულის გამოძალვისთვის მოკლეს. არ ვიცი, შეიძლება ურთიერთშელაპარაკება მოხდა, ველოდები გამოძიებას"- აღნიშნავს მაჩაიძე.

მისი თქმით, მოკლულ ხელფასი ჰქონდა ასაღები, რომელსაც კომპანიის მფლობელი მას არ აძლევდა.

"მისი უფროსი, უხეში კაცი იყო. ის ქართველ ემიგრანტებს კუთვნილ ხელფასებს არ აძლევდა. ჩემი ძმა 900 ლირის ასაღებად მიდიოდა, ღამის სამ საათზე კი ჩემს დასთან რეკავს მიშველეო რის შემდეგაც ტელეფონი ითიშება"- დასძინა მოკლულის ძმამ.

"დანითაა მოკლული, შუბლზე აქვს ჭრილობები"- უთხრა "ნიუპოსტს" გარდაცვლილის ოჯახის წევრმა.

40 წლის მამაკაცს, წყალტუბოში, სოფელ მუხიანში დაკრძალავენ. ცხედარს ხვალ ჩამოასვენებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42