სეს-მა 112 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა
საზოგადოება - 12:43, 04 Jul, 2017     4373
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ივნისში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები შეაჯამა.

„მიმდინარე თვის სახელმწიფო კონტროლის შედეგები ცხადყოფს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინება ბიზინეოპერატორების მიერ აქტიურად ხდება. თბილისის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ივნისში ინსპექტირებული 251 ბიზნეოპერატორებიდან საწარმოო პროცესი 73 მათგანს შეუჩერდა, თუმცა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე გამოასწორა გამოვლენილი შეუსაბამობები და ყველა მათგანს აღუდგა საწარმოო პროცესი, რაც აშკარად დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ შემოწმებული ბევრი ობიექტი უვნებლობის და ჰიგიენის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს”, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.

მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა 730 ინსპექტირება, 734 დოკუმენტური შემოწმება, 43 ზედამხედველობა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 262 ნიმუში. კრიტიკული შეუსაბამობების გამოვლენის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 112 ბიზნესოპერატორს, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე კი, 281 დაჯარიმდა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 730 ინსპექტირებიდან 251 თბილისში განხორციელდა, დოკუმენტურად შემოწმდა 249 ბიზნესოპერატორი, გამოვლენილი დარღვევების გამო, 121 დაჯარიმდა. თბილისის სარეალიზაციო ობიექტებიდან ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათის 31 ნიმუშია აღებული.

სურსათის ეროვნული სააგენტო 2011 წლიდან აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს შემდეგი მექანიზმებით: ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა, მონიტორინგი, ნიმუშის აღება.

ინსპექტირების დროს ხორციელდება სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დასადგენად, ბიზნესოპერატორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

მონიტორინგის დროს ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები შესაბამისობის შესაფასებლად, სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, რომლის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს წინა წლებში მოსახლეობის კვებითი მოშხამვების, სურსათით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემიების, სხვა საკვებისმიერი მასობრივი დაავადებების გაჩენის შემთხვევები; მომხმარებელთა მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის შემთხვევები;

ნიმუშის აღებისა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარების გზით ხდება მონიტორინგის ფარგლებში არსებული მდგომარეობის შესწავლა.

ზედამხედველობის დროს ხდება ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება სურსათის განადგურებაზე,სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთაზე, ბაზრიდან და მომხმარებლისგან გამოთხოვაზე, ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე.

დოკუმენტური შემოწმების დროს დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად ხორციელდება ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42