„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებამ გასულ თვეში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საზოგადოება - 18:02, 03 Jul, 2017     1577
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებამ გასულ თვეში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე წლის ივნისში ღუმელებიდან გამოშვებული ლითონების რაოდენობამ 19 400 ტონა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 27 წლის მანძილზე, მსგავსი ოდენობის წარმოება არ ყოფილა.

შპს. „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის განმარტებით, წარმოების ზრდა სწორი ტექნოლოგიების ხარჯზე მოხდა.

„წარმოება გაიზარდა სწორი ტექნოლოგიების ხარჯზე, ბევრი ნიუანსია გასათვლელი. შეიძლება, წარმოება გაზარდო, მაგრამ სადღაც წააგო. მაგალითად, გაიზარდოს ელექტროენერგიის, სხვა ნედლეულის ხარჯი, თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, ეს არ მომხდარა, რადგან წინასწარ გავითვალისწინეთ ყველაფერი, რათა მიგვეღო დიდი წარმოება და ნაკლები ხარჯი. გაზრდილი წარმოება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ჩვენი კომპანიისთვის. სახელმწიფოსთვის ეს ნიშნავს მეტ ვალუტას, კომპანიის თანამშრომლებისთვის კი გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებს. ვთვლით, რომ ივლისის თვეშიც მსგავსი ოდენობის ლითონს ვაწარმოებთ, თუმცა, შესაძლოა, რიცხვი გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი წარმოება გარემოზე უარყოფითად არ ასახულა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჭიათურაში წერეთლის ღია კარიერი, რომელიც გარემოს ზიანს აყენებდა, დავხურეთ და ამჟამად რეკულტივიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ, კომპანია “Georgian American Alloys”-ის აქციონერმა, ურიელ ლაბირმა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთობლივი საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენელებს დროში გაწერილი დეტალური საშუალოვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც, ერთი თვის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, 12 ივნისს მის მიერ სასამართლოსთვის იქნა წარდგენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42