რა კავშირი აქვს გლდანში დატრიალებულ ტრაგედიას თარგამაძის აფეთქების საქმეში ბრალდებულთან?
საზოგადოება - 12:07, 03 Jul, 2017     18164
რა კავშირია გლდანში მომხდარ ტრაგედიასა და გივი თარგამაძის აფეთქებას შორის. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით 5 წლის ბავშვს, რომელიც 28 ივნისს გარდაიცვალა, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სისტემატურად მკურნალობის კურსს საჭიროებდა. ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ გააჩნდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით დატოვა ბავშვები საკუთარმა დედამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა სამუშაოს, მანამდე კი ოჯახს ფინანსურად მათი ახლო ნათესავი დარჩო ხეჩუაშვილი ეხმარებოდა. ეს ის პიროვნებაა, რომელიც გასული წლის 4 ოქტომბერს, კოლმეურნეობის მოედანზე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში ფიგურირებს. ამავე საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი გარდაცვლილი ბავშვის მამას, ბორის ჩაგუნავას. ეს უკანასკნელი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშიც იმყოფებოდა, თუმცა საპატიმროდან ცოტა ხნის წინ განთავისუფლდა. დარჩო ხეჩუაშვილი კი, რომელსაც ბრალი გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წარდგენილი, ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

გლდანში, ქერჩის ქუჩა #22-ში, იქ, სადაც გასულ კვირას ტრაგედია დატრიალდა, სამართალდამცველებმა ჩხრეკა 2016 წლის 7 ოქტომბერს ჩაატარეს. ბორის ჩაგუნავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა. მეორე დღესვე მოხდა თავად ჩაგუნავას დაპატიმრება. წარდგენილ ბრალდებაში ბორის ჩაგუნავამ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები მასთან ბინაში 2016 წლის ზაფხულში შესანახად მისმა სიძემ, დარჩო ხეჩუაშვილმა მიიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორის ჩაგუნავა სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით, შესაბამისად, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება პირობითი სასჯელით დატოვა. პროკურატურას საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, სადაც ის ჩაგუნავასთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდებას ითხოვს.

გარდაცვლილი ბავშვის მამა, 41 წლის ბორის ჩაგუნავა გივი თარგამაძის საქმეში გამოჩენამდე თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონში მსახურობდა. ის ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან არის დაკავშირებული ძალოვან სტრუქტურებთან. მისი კარიერული წინსვლა კახა თარგამაძის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. 1997-98 წლებში ჩაგუნავა გახლდათ სპეცდანიშნულების რაზმის „დელტას“ მებრძოლი; 1999 წელს კი – შსს-ს ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს მებრძოლი; 2000 წელს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოფიცერი გახდა; 2000-2002 წლებში – ანტიტერორისტული ცენტრის ოფიცერი; საინტერესოა, რომ წლების შემდეგ ის თავად აღმოჩნდა ტერორიზმში პირდაპირ თუ ირიბად ჩათრეული და დეპუტატის მანქანის აფეთქების საქმეზე პატიმრობამისჯილი.

2016 წლის ოქტომბერში ჩაგუნავა ჯერ კიდევ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

სრულად იხილეთ primetime.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42