„როგორც ცნობილია, გიორგი მამალაძეს ოპერატიული სამსახურები უთვალთვალებდნენ და ფარულად უსმენდნენ, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ მის მიერ ციანიდის შესყიდვის ფაქტი ვერ დააფიქსირეს, არადა დეკანოზი არც ჯეიმს ბონდია და არც მატა ჰარი, რომ სპეცსამსახურებს შეუმჩნევლად დასხლტომოდა ხელიდან. დიდი ხანია ვამბობ, რომ „ციანიდის საქმე“ სპექტაკლია, რადგან არც პატრიარქს კლავდნენ და არც შორენა თეთრუაშვილს. „ციანიდის საქმის“ ფონზე განვითარებული მოვლენები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება, „ენდიაის“ უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ქართული ეკლესიის რეიტინგი განახევებულია, სამაგიეროდ, გაპიარებულია მეუფე პეტრე, როგორც „სიმართლისთვის მებრძოლი“- აი, ეს არის „ციანიდის საქმის“ შედეგი! ვვარაუდობ „ციანიდის საქმე“ დეკანოზ მამალაძის გამართლებით დასრულდება, რის შედეგადაც მივიღებთ პირწმინდად გამარჯვებულ მეუფე პეტრეს და დამარცხებულ საპატრიარქოს ადმინისტრაციას. დეკანოზი საქართველოში თუ არ გამართლდება, აუცილებლად გამართლდება სტრასბურგის სასამართლოში. არ არსებობს მყარი არგუმენტები და არ არსებობს მოწმეც, რომელიც დეკანოზ მამალაძეს ხელს დაადებს და იტყვის, რომ იგი შორენა თეთრუაშვილის მოკვლას აპირებდა.“- აცხადებს გიორგი ანდრიაძე.
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






