თსუ-სა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 11:36, 01 Jul, 2017     2395
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ტურიზმის სკოლის ხელმძღვანელმა არჩილ ცინცაძემ მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“, მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები, თსუ-ს სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ტურიზმი, როგორც სფერო, ძალიან სწრაფად ვითარდება საქართველოში და უნივერსიტეტი მიესალმება ყველა იმ ინოვაციას, რომელიც არის ტურისტულ ინდუსტრიაში. „აუცილებელია, რომ პროფესიული მომზადება და გადამზადება დაკავშირებული იყოს უმაღლეს სკოლასთან. ეს არის ჩვენი უპირველესი საზრუნავი. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ, და გავაფორმეთ მემორანდუმი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლასთან, ვფიქრობთ, უფრო მაღალ საფეხურზე, ბაკალავრიტის და მაგისტრატურის საფეხურზე დავიწყოთ თანამშრომლობა ჩვენს ფრანგ კოლეგებთან. ლიონი 2 ლუმიერის უნივერსიტეტთან დავამუშავებთ ერთობლივ პროგრამებს; თუ ტურიზმის დარგში პროფესიული განათლება, შემდგომში გადაიზრდება სრულ საუნივერსიტეტო განათლებად, იქნება ძალიან კარგი“,-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„ეს მემორანდუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სკოლისთვის, რადგანაც უნივერსიტეტი არის ძლიერი სტრუქტურა, რომელთან თანამშრომლობა ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს უფრო გავზარდოთ ჩვენი აქტივობა. ჩვენ ისედაც აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს მთიან რეგიონებში, გვაქვს აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მაგრამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გადაგვიყვანს სრულიად სხვა ეტაპზე, რადგანაც ის ბაზა, რომელიც აქვს უნივერსიტეტს თავისი სასწავლო ცენტრებით, ლაბორატორიებით, თავისი გამოცდილებით არის სულ სხვა დონის და სულ სხვა მასშტაბის,“-განაცხადა ტურიზმის სკოლის ხელმძღვანელმა არჩილ ცინცაძემ.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს და ღონისძიებებს, ასევე ერთობლივ სასწავლო პროგრამებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42