კომპანია თელასის ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 3 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის შესახვევი №5-ის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაღიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






