დღეს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ჟურნალ "National Geographic საქართველო"-ს წარმომადგენლებმა 2012 წლიდან დღემდე გამოცემული ჟურნალები ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრებს გადასცეს. პროექტის მიზანია საჯარო სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი საბუნებისმეტყველო, ისტორიული თუ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროებში. "National Geographic საქართველო" უმაღლესი დონის ფოტოგრაფიის თანხლებით სახალისოდ მოგითხრობთ ძალიან საინტერესო ამბებს ისეთი სფეროებიდან როგორიცაა, ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია/ეთნოგრაფია, რელიგიათმცოდნეობა, ახალი ტექნოლოგიები, მედიცინა, ბიოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია/ასტროფიზიკა, გეოგრაფია, მეტეოროლოგია/კლიმატი, გეოლოგია, ველური ბუნება და არქიტექტურა.
მასალის გამოყენების პირობები