ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით ორგანიზებული “გახდი ოლიმპიელი 2017” დასრულდა
საზოგადოება - 11:20, 30 Jun, 2017     989
ლიბერთი ბანკის ხელშეწყობითა და საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით “გახდი ოლიმპიელი 2017”-ის დაჯილდოვება ჩატარდა.

ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი არის, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2016 წლის 11 აპრილს დაარსდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მონაწილე ოლიმპიელები, მათ შორის ოქროს , ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.

საქართველო მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში 1992 წლიდან მონაწილეობს. დღემდე მოპოვებულია ორი ოქროს მედალი. აქედან ერთი ოქროს მედალი მოიპოვა კავშირის წევრი ოლიმპიელების მოსწავლემ.

„გახდი ოლიმპიელი 2017”-ში მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის და სხვა რეგიონების სკოლების მე-6-ე კლასის 1000-მდე მოსწავლემ. ხოლო ფინალურ ტურში გადავიდა 73 მონაწილე.

დაჯილდოვებაზე 3 მონაწილეს გადაეცა პრიზები - პირველი, მეორე და მესამე ადგილისათვის, ხოლო ოლიმპიადის ფინალური ტურის დანარჩენ მონაწილეებს საპატიო სიგელები (8 მონაწილე) და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის სერტიფიკატები (73 მონაწილე). ხვდათ წილად.

მოხარულები ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის შესანიშნავი ინიციატივის განხორციელებაში, რომლის მიზანია აღმოაჩინოს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები და და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. განათლების ხელშეწყობა არის ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიული ცოდნისა და უნარჩვევების მიღება, რათა თითეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება და ფინანსური უზრუნველყოფა. მინდა მივულოცო ოლიმპიადაში გამარჯვებულ, ქვენისთვის საამაყო თითოეულ მონაწილეს და ვუსურვო უდიდესი წარმატება. - განაცხადა ლიბერთი ბანკის დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.

„გახდი ოლიმპიელი“ უკვე მეორე წელია რაც ტარდება. საგულისხმოა, რომ წინა წლიდან მოყოლებული, ოლიმპიადის წარმატებულ მონაწილეებს კავშირის წევრები ამეცადინებენ. ამ წელს კი ამ მეცადინეობებს „გახდი ოლიმპიელი 2017“-ის წარმატებული მონაწილეები და გამარჯვებულებიც შემოუერთდებიან. ჩვენი მიზანია ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათ განვითარებაზე ზრუნვა, რადგან განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის“- აღნიშნა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის დირექტორმა, ემზარ ოთხოზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42